შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 28.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017296
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №131
2013 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №100 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე შეიქმნას შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში ‑ კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ალვერდ ჩანქსელიანი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
ჯემალ კოლაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი;
ვასილ ბახტურიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
მარინა ღვინეფაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი;
ლალი დავითაია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსი;
მარინა ლაცაბიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი;
გიორგი კობეშავიძე - სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ელიზბარ დარჩიაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ‑ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსი.
მუხლი 2🔗
კომისიამ საქართველოს მთავრობას ოთხი თვის ვადაში წარუდგინოს შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტები.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განსაზღვრულ დროში შემუშავების მიზნით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხების მოწესრიგების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხების მოწესრიგების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების და მათი სამუშაო განრიგისა და შესრულების ვადების განსაზღვრა;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება კანონმდებლობის დადგენილი წესით, გადასინჯვის მიზნით.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის რეგულირების სამართლებრივი საკითხების შემუშავების პროცესში შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და წარადგინოს განსახილველად საქართველოს შესაბამის უწყებებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები.
მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად - კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.