ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2013
ძალის დაკარგვა 27.11.2014
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,032 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2013 მიღება
27.11.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2013 წლის 30 მაისი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, თანახმად №1 დანართისა; 2. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები', თანახმად №2 დანართისა. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა დანართი №1 ხობის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს: ა) უმაღლეს/საშუალო განათლებას, სამუშაო გამოცდილებას; ბ) ელექტრონულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებას (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა/გადაგზავნა);  გ) ქართულ ენაზე გამართულ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას; დ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს. 2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის   სავალდებულოა  შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულება; თ) ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება  (რეგლამენტი). მუხლი 2🔗. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. 2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის. 3. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად და  მოიცავს საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ყველა თანამდებობას. მუხლი 3🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები; გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები. მუხლი 4🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში საკრებულოს აპარატის  საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად (დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისად) სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა: ა) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414  ბრძანებულება. მუხლი 5🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. მუხლი 6🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში 1. აპარატის უფროსს და საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსებს    თანამდებობათა რანგების  შესაბამისად მოეთხოვებათ: ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ან მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებულის  აკადემიური ხარისხი; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Windows, XP, Excel და Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთი  წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Windows, XP, Excel და Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. წამყვან სპეციალისტს და სპეციალისტს მოეთხოვება: უმაღლესი/საშუალო  განათლება. მუხლი 7🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში 1. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები; ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები. 2. მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები. დანართი №2 ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები  1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება პროფესიული ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და ზოგადი უნარების სფეროში სავალდებულოა გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს:  ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწის, განყოფილების უფროსისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებულისთვის: ა.ა) უმაღლესი განათლება; ა.ბ) მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება ან მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებულის  აკადემიური ხარისხი; ბ) მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტისთვის უმაღლესი/საშუალო განათლება. 2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელისათვის   სავალდებულოა:  ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების მინიმალური ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ა.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ვ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ზ) ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება  (რეგლამენტი); ა.თ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; ბ) ქართულ ენაზე გამართულად წერა და მეტყველება; გ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები; დ) ელექტრონულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოება (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა/გადაგზავნა). მუხლი 2🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგებლისა და გამგებლის მოადგილეებისთვის სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება გამგებელს და გამგებლის მოადგილეებს: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი  ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;  დ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 3🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის  ადმინისტრაციული   სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  განყოფილების  უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს: ა) „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის  №46 ბრძანებულება;  ბ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის  №47 ბრძანებულება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414  ბრძანებულება; დ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. 2. ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის  განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; ზ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“  საქართველოს კანონი; თ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება. მუხლი 4🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ბ) „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება; გ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; ბ) „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1126 ბრძანება; გ) „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილება. 4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტერიის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ბ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება; გ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება. მუხლი 5🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს: ა) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;  დ) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;  ვ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება. 2. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის, ბუნებრივი რესურსების, ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის  2007 წლის 24 ოქტომბრის  №233  დადგენილება; ბ) „ხობის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილება; გ) „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის,  მოსაკრებლის ოდენობის  და მოსაკრებლის გადახდის  ქვითრის  დამტკიცების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 თებერვლის  №141 დადგენილება; დ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2009 წლის 25 ივნისის №123 დადგენილება. 3. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) „,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2009  წლის  24 მარტი  №57  დადგენილება; ბ) „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანება; გ) „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების, ზონების და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 27 ივლისის №47 დადგენილება. 4. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედელობის განყოფილების საჯარო მოხელეებს  დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  საქართველოს კანონი; ბ) საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. მუხლი 6🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს: ა) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;  ბ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება. მუხლი 7🔗. სპეციალური მოთხოვნები შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის  სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  შესახებ” საქართველოს კანონი; ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა  შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება. მუხლი 8🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის  სახანძრო დაცვისა და სამაშველო  სამსახურის  საჯარო მოხელეებისათვის   სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსებს,  მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს და სპეციალისტებს: ა) „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571 ბრძანება; დ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის №649 ბრძანება; ე) „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანება; ვ) საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №449 ბრძანება; ზ) ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება. მუხლი 9🔗. სპეციალური მოთხოვნები გამგეობის  წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის საჯარო მოხელეებისათვის   სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება სამსახურის უფროსს,  მთავარ სპეციალისტებს, წამყვან სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს და სპეციალისტებს: ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებულება; ე) ხობის  მუნიციპალიტეტის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულება. მუხლი 10🔗. სპეციალური მოთხოვნები  ტერიტორიული ორგანოების  საჯარო მოხელეებისათვის სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება  ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს (რწმუნებული) და   სპეციალისტებს: ა) ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი (38, 41 მუხლები); ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ტერიტორიული ორგანოების  დებულება.