📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2013
ძალაში შესვლა 30.05.2013
გამომცემი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ნომერი №101/37
სარეგისტრაციო კოდი 040030000.58.070.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 993 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2013 მიღება
30.05.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №101/37 2013 წლის 30 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ     „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 36​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,                                                                              ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2011 წლის 8 დეკემბრის №178/42 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ, ვებგვერდი, 111208002, 08/12/2011; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.20.013.016005). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად, საჯარო ფინანსების მართვისა და აუდიტის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასრულებს აღნიშნული კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ინსტიტუტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი - საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ლოგო და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.    5. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი,  წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96. მუხლი 2🔗. ინსტიტუტის ფუნქციები  ინსტიტუტის ფუნქციებია:   ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სასწავლო პროგრამები; ბ) მოახდინოს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირება; გ) განსაზღვროს საჯარო სექტორის აუდიტორთა განგრძობადი სავალდებულო განათლების პროგრამა და მისი შესრულების წესი; დ) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ინსტიტუტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება, მომზადება-გადამზადება, ცოდნის გაღრმავების (მათ შორის, უცხოური ენების შესწავლისათვის), პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით მოსამსახურეთა საზღვარგარეთ ან საქართველოს ფარგლებში სწავლება, ასევე შესაბამისი ტრენინგების ჩატარება; ე) ითანამშრომლოს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან, დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან; ვ) მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში, ასევე უზრუნველყოს ამ სახის ღონისძიებების ჩატარება; ზ) მოამზადოს და გამოსცეს სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოები, ქართულ ენაზე თარგმნოს და გამოსცეს შესაბამისი პროფესიული უცხოური ლიტერატურა; თ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კვლევითი/ანალიტიკური, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურება; ი) განახორციელოს საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება; კ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მისი მიზნების შესრულებასა და ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 3🔗. ინსტიტუტის მართვა და წარმომადგენლობა 1. ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. 2. დირექტორი: ა)  მართავს ინსტიტუტს და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში; ბ) უფლებამოსილია მოახდინოს თავისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება ინსტიტუტის სხვა თანამშრომელზე; გ) უფლებამოსილია ინსტიტუტის წარმომადგენლის უფლება მიანიჭოს ინსტიტუტის სხვა თანამშრომელს; დ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანხმობით ამტკიცებს ინსტიტუტის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს წარუდგენს  ინსტიტუტის ბიუჯეტს დასამტკიცებლად; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს და განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებსა და ქონებას; ზ) იღებს გადაწყვეტილებას ინსტიტუტის თანამშრომლის სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; თ) უფლებამოსილია  მიიღოს გადაწყვეტილება  სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ინსტიტუტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადება-გადამზადების, ცოდნის გაღრმავების (მათ შორის, უცხოური ენების შესწავლისათვის), პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მოსამსახურეთა საზღვარგარეთ ან საქართველოს ფარგლებში სწავლების ხარჯების (სწავლის ღირებულების, მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და სადღეღამისო ნორმის) დაფინანსებასთან დაკავშირებით; ი) უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი; კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ლ) უფლებამოსილია დაამტკიცოს ინსტიტუტის შინაგანაწესი; მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს წინადადებებს ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების შეტანის, ასევე ინსტიტუტის საქმიანობის სრულყოფის შესახებ; ნ)  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილისა; ო) განსაზღვრავს ინსტიტუტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, მისი გადახდის წესსა და პირობებს; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს დირექტორის მიერ უფლებამოსილი ინსტიტუტის თანამშრომელი. მუხლი 4🔗. ინსტიტუტში სტაჟირება 1. სტაჟირება ინსტიტუტში არის არაანაზღაურებადი საქმიანობა. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. 2. სტაჟირების გავლის მსურველმა კანდიდატმა ინსტიტუტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მოკლე ავტობიოგრაფია - CV (ნაბეჭდი ფორმით); დ) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან; ე) რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);   ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი. 3. სტაჟირების ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება სამი თვით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დირექტორის გადაწყვეტილებით, კიდევ სამი თვით. 4. დირექტორი უფლებამოსილია სტაჟიორს განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი. 5. უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს მას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი მითითებები. 6. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) სტაჟიორის პირადი განცხადება. 7. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი,  უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე. მუხლი 5🔗. ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება და ფინანსური ანგარიშგება 1. ინსტიტუტი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და მის მიერ შეძენილი სხვა ქონებისაგან. 2. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები (მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სუბსიდირების გზით გამოყოფილი სახსრები); ბ) ინსტიტუტის მიერ მომსახურების გაწევის საფასური; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის განვითარებას. 4. ინსტიტუტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური   საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. მუხლი 7🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებები შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით.