⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.12.2014)
გაუქმებულია:

ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2013
ძალაში შესვლა 01.06.2013
ძალის დაკარგვა 16.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №7-22
სარეგისტრაციო კოდი 210070000.36.101.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,497 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2013 მიღება
01.06.2013 ძალაში შესვლა
16.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
3 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები
4 მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
5 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
6 სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება)
7 საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
9 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები, საჯინიბოები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
10 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)
11 სამრეწველო საქონლისა და ზოომაღაზიები, აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი)
12 აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
13 შერეული საქონლის ბაზრობები
14 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
15 ავტოგასამართი სადგურები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №7-22 2013 წლის 31 მაისი ქ. თბილისი ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 12​1 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ასევე ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტისა და 44​1 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებელი და დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია. (დანართი 1)  2. ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 2, 5 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის,  რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 2 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.  3. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის,  ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა (დანართი 2). 4. წინამდებარე გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება ქ. თბილისის მოსახლეობისთვის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. 5. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასურის) გადამხდელები, ჩაითვლებიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“  ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის N7-38 გადაწყვეტილება. 7. გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 ივნისიდან.ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი დანართი 1 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ქ. თბილისის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გადახდის წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს ქ. თბილისის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.  3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 5. ქ. თბილისის მერიის შესაბამისად უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.  მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი  მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებელის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ქ. თბილისის საკრებულოს მიერ  თბილისის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.   2. ქ. თბილისის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 9. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი  გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ თბილისში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.   4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა, მოსწავლეთა, სტუდენტთა  ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობრიობიდან. 5. ქ. თბილისის მთავრობის მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.  6. ქ. თბილისის მთავრობის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 2. ქ. თბილისის მთავრობას შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს  შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.  2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელი; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა. 3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ  სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. დანართი 2 დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებელი  № დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ზომის ერთეული ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე 1 2 3 4 5 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართის 1 მ​2 0,022 0,027 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,1 3 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,331 0,41 4 მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, უმწეოთათვის უფასო სასადილოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) მომსახურების ერთეული ადგილი 0,128 0,16 5 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთ მოსწავლეზე 0,198 0,25 6 სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება) მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 1,72 2,15 7 საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთი საწოლი 1,157 1,45 8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართის 1 მ​2 0,16 0,2 9 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები, საჯინიბოები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ​2 0,02 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,1 10 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,76 0,95 11 სამრეწველო საქონლისა და ზოომაღაზიები, აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,25 0,31 12 აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები საერთო ფართის 1 მ​2 0,3 0,37 13 შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართის 1 მ​2 0,21 0,26 14 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) ღია ფართის 1 მ​2 0,02 0,025 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,1 15 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,1 16 მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,05 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,1 17 ა/მანქანების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,02 0,025 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,14 0,17 18 აბანოები, საუნები საერთო ფართის 1 მ​2 0,18 0,22 19 სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის 1 მ​2 0,35 0,43 20 მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0,25 0,31 21 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,4 3 22 საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,96 1,2 23 საცხობები, საოჯახო სამზარეულოები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,26 0,32 24 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0,36 0,45 25 ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურები ღია ფართის 1 მ​2 0,008 0,01 დახურული ფართის 1 მ​2 0,08 0,1 26 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0,01 27 სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთი ადგილი 0,6 0,75 28 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის 1 მ​2 0,008 0,01 29 სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,05 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის      მ = გ X რ. მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი); გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).