,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის საკრებულო ს გადაწყვეტილება №7-23 |
|
2013 წლის 31 მაისი ქ. თბილისი |
,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში (სსმ, 14.03.2011, 210.020.100.36.101.016.032) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 151 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ოფისის ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიურად გამოიყოფა 5000 ლარი. აღნიშნული თანხიდან ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის წარდგინებით ახორციელებს:
ა) ოფისის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას;
გ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის თანაშემწესთან (თანაშემწეებთან) და სხვა მომსახურე პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურების გაცემას;
დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას.”.
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული 5000 ლარი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს შორის გადანაწილდეს შემდეგნაირად: 3000 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი ყველა სხვა დანარჩენ ხარჯზე. აღნიშნული 2000 ლარის აუთვისებლობის შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოთხოვნის საფუძველზე დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგ თვეებში”.
2. 151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში დამატებით ერთჯერადად გამოეყოფა 3000 ლარი ოფისის მოსაწყობად. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის წარდგინებით, გამოყოფილი თანხის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ნივთების შეძენას.”.
მუხლი 2
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.05.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 31.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №7-23. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.36.101.016164.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №7-23, 31.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.36.101.016164 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1934481/