შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.05.2013
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
4
2013 წლის 31 მაისი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი დანართი შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
. წინამდებარე წესი განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სტაჟირება – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება;
ბ)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში;
გ)
კანდიდატი – პირი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგენს განაცხადს სტაჟირების გავლის შესახებ;
დ)
უშუალო ხელმძღვანელი – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 3🔗
1.
სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.
2.
კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
ა)
იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
ბ)
სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ)
ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
მუხლი 4🔗
1.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ)
ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე)
ორი ფოტოსურათი (3X4).
2.
განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თავმჯდომარის მოადგილესთან, აპარატის უფროსთან.
3.
კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
4.
სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.
5.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე აპარატის უფროსის წარდგინებით.
6.
სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 11 სთ-დან 17 სთ-მდე.
თავი II
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 5🔗
სტაჟიორს უფლება აქვს:
1.
გაეცნოს სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით.
2.
დაესწროს საკრებულოს საჯარო სხდომებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
მუხლი 6🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
1.
გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებს და განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
2.
გაეცნოს საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხის მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
3.
უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
4.
გაეცნოს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“.
თავი III
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვალდებულება სტაჟიორის მიმართ
მუხლი 7🔗
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 8🔗
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა)
პირადად გაუწიოს ზედამხედველობა სტაჟიორის საქმიანობას;
ბ)
პერიოდულად მიაწოდოს სტაჟიორს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ)
ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
თავი IV
სტაჟირების სხვა პირობები, სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა
მუხლი 9🔗
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა)
სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ)
დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ)
პირადი განცხადება;
დ)
სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება);
ე)
სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე;
ვ)
სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
მუხლი 10🔗
1.
სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2.
სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3.
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.