შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2013
ძალის დაკარგვა 02.03.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 624 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2013 მიღება
02.03.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2013  წლის 31 მაისი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად,  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე დანართი №1 შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ; დ) უშუალო ხელმძღვანელი – შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. თავი II სტაჟიორის სტატუსი მუხლი 3🔗 1. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით. 2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; ბ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას. გ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. მუხლი 4🔗 1. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე); ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 2. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგებელთან. 3. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამგებელი განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 4. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. 5. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წარდგინებით. 6. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 11 სთ-დან 15  სთ-მდე. თავი III სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები მუხლი 5🔗 სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები. ა) გაეცნოს მისთვის საჭირო სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს ორგანიზაციულ-ტექნიკური სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით; ბ)  დაესწროს გამგეობის თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ რ უზრუნველყოფაში. მუხლი 6🔗  დაესწროს გამგეობის თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ უზრუნველყოფაში. ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები; ბ) გაეცნოს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის; გ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები. თავი IV შუახევის მუნიციალიტეტის გამგეობის ვალდებულება სტაჟიორის მიმართ მუხლი 7🔗 შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. მუხლი 8🔗 შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. ა)  პირადად გაუწიოს ზედამხედველობა სტაჟიორის საქმიანობას; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. თავი V სტაჟირების სხვა პირობები, სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა მუხლი 9🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება). 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. 3.  სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას. მუხლი 10🔗 1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. 2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად. 3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.