საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.05.001.003.321
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 07/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ორგანული კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 73-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

გ) სასამართლოები;“.

2. 85-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

4. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

3. 102-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№479–რს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.11.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ““?
„საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 01.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №479. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.05.001.003.321.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ““, №479, 01.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.05.001.003.321 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19348/