,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2013 წლის 30 მაისი ქ. ცაგერი |
ა) დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს ,,ლ‘‘ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ხანდაზმულთა დახმარება.";
ბ) დადგენილებას დაემატოს მუხლი 111 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. ხანდაზმულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების გაცემა
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ხანდაზმულ მოქალაქეებზე 90 წლიდან 100 წლამდე 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 წლიდან ზევით 200 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა რწმუნებულის, რომ არის თემის მუდმივი მაცხოვრებელი;
დ) ანგარიშსწორება მოხდება ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“;
გ) დადგენილებას დაემატოს მუხლი 112 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე სამედიცინო (საკეისრო კვეთა)დახმარება.
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება – საკეისრო ოპერაცია დაფინანსდეს სრულად საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ვ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ზ) შუამდგომლობა თემის რწმუნებულისაგან.“.
|