,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქცია‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.116.016141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2013 წლის 30 მაისი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქცია‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქცია‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №23   დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 04/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016118)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებს და მოქალაქეთა წერილებს იღებს და აღრიცხავს  ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. პაკეტის შემოწმებისას შენიშნული დარღვევების შემთხვევაში დგება აქტი სამ ცალად. ერთი აქტი დაერთვის დოკუმენტს, მეორე ეგზავნება დოკუმენტის ავტორს, მესამე რჩება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში და საკრებულოს აპარატში;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დოკუმენტების რეგისტრაცია ცენტრალიზებულია. შემოსული  კორესპონდენციის რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ  ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახური და საკრებულოს აპარატი;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დოკუმენტი ერთხელ გადის რეგისტრაციას: შემოსული – შემოსვლის დღეს, შექმნილი – ხელმოწერის ან დამტკიცების დღეს. რეგისტრირებული დოკუმენტი ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადაცემისას ხელმეორე რეგისტრაციას არ საჭიროებს. დაუშვებელია დოკუმენტის ხელახალი რეგისტრაცია და სხვა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება. რეგისტრაციაში გაუტარებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი ან მოქალაქის წერილი, რომელსაც მიიღებს ქვედანაყოფის თანამშრომელი, აუცილებლად უნდა აღირიცხოს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში და საკრებულოს აპარატში;                           

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-9  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავენ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელობის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში და საკრებულოს აპარატში  გადასცემს შემსრულებლებს;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-9  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში და საკრებულოს აპარატში  დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-9  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კორესპონდენციები გადაეცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც კორესპოდენციის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი   აცნობებს კორესპონდენციაზე გაცემული დავალებების შესახებ;

თ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-9  მუხლის მე-5  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დოკუმენტების გადაცემა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ხორციელდება მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  და საკრებულოს აპარატის   მეშვეობით;

ი)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-10  მუხლის მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ხელმოწერილი დავალება რეგისტრაციისთანავე გადაეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს და საკრებულოს აპარატს.  თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი დავალებაზე ხელმოწერის დღე;

კ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-11  მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე თანამშრომელმა უნდა განუცხადოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურს  და საკრებულოს აპარატს.  ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა;

ლ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-12  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თვითმმართველობის ორგანოების მიერ გასაგზავნი დოკუმენტები რეგისტრირდება, მრავლდება, კონვერტებში თავსდება, საფოსტო გზავნილებად ფორმდება და გასაგზავნად ბარდება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის და საკრებულოს აპარატის  მიერ;

მ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-12  მუხლის მე-5  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრს აწარმოებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი;

ნ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 თავის მე-13  მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კონტროლს ახორციელებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი. აგრეთვე სტრუქტურული ერთეულების ხელმნძღვანელები და პასუხისმგებელი შემსრულებლები;

ო)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 თავის მე-14  მუხლის მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ დავალების შესრულების ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე წერილობით უნდა მოხსენდეს იმ თანამდებობის პირს, ვინც გასცა დავალება. შესრულების ვადის გაგრძელება რეგისტრირდება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში და საკრებულოს აპარატში;

პ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 თავის მე-16  მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქმეთა ნომენკლატურის შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს და საკრებულოს აპარატს;

ჟ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 თავის 22-ე  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქმეთა გაფორმება ხორციელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  და საკრებულოს აპარატის მიერ, ადგილობრივი არქივის მეთოდიკური დახმარებითა და კონტროლით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი