თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.05.2013
ძალის დაკარგვა 29.10.2014
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016068
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ფოტოსურათი ს ა ა პ ლ ი კ ა ც ი ო ფ ო რ მ ა | ფოტოსურათი |
| № | კანდიდატის სახელი და გვარი |
| უცხო ენები | უცხო ენების ცოდნა |
| ინგლისური | სუსტად |
| რუსული | სუსტად |
| ფრანგული | სუსტად |
| გერმანული | სუსტად |
| სხვა (მიუთითეთ რომელი) | სუსტად |
| პროგრამები | პროგრამების ცოდნის დონე |
| PC Microsoft Office | სუსტად |
| Windows | სუსტად |
| Internet Explorer | სუსტად |
| Photoshop | სუსტად |
| სუსტად განვითარებული | საშუალოდ განვითარებული |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2013 წლის 31 მაისი
ქ. საჩხერე
თვითმმართველი ერთეულის - საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა)
თვითმმართველი ერთეულის - საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №1);
ბ)
კონკურსში მონაწილეობის მსურველის სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2);
გ)
პროფესიული უნარების მიხედვით კანდიდატთა შეფასების ფორმა (დანართი №3).
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავესაჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე
დანართი №1
თვითმმართველი ერთეულის - საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობის (შემდეგში _ ვაკანტური თანამდებობა) დასაკავებლად გამართული კონკურსის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და ზოგად პირობებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მიზნები და ამოცანები
1.
კონკურსის მიზანია საჩხერის მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2.
კონკურსის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 2🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
საჩხერის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებითა და მასთან შეთანხმებით, საჯარო კონკურსს აცხადებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2.
განცხადება კონკურსის ჩატარების თაობაზე ქვეყნდება მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge).
3.
კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს საჩხერის მუნიციპალიტეტი.
4.
განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობების დასახელება და რაოდენობა;
ბ)
კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
დ)
აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ე)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
5.
კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
6.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
7.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 3🔗.
საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
1.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;
ბ)
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2);
გ)
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
დ)
1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3/4;
ე)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ)
კანონმდებლობით გათვალისწინეული სხვა სახის დოკუმენტები (მოთხოვნის შემთხვევაში).
2.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ვადა არანაკლებ 2 კვირისა კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 4🔗.
კონკურსის ჩატარების პროცედურა
1.
კონკურსს ატარებს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ნიშნავს მის თავმჯდომარეს და მოადგილეს.
2.
კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით.
3.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4.
ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
5.
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო.
მუხლი 5🔗.
ტესტირება
1.
ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტს, კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებსა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმებას.
2.
ტესტის ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3.
დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
მუხლი 6🔗.
გასაუბრება
1.
საკონკურსო კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2.
შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.
3.
თითოეული კანდიდატისთვის დასმული უნდა იქნეს იდენტური შინაარსის კითხვები.
4.
კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება.
5.
კომისიის წევრები, გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატის პროფესიული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №3).
6.
შეფასების კრიტერიუმებს ადგენს და ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში.
თავი II
კონკურსის შედეგები
მუხლი 7🔗.
კონკურსის შედეგები
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია კანდიდატებთან გასაუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს. აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
შეფასების საფუძველზე, საკონკურსო კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
მუხლი 8🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას, განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას, შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს და მოადგილეს. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
2.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
3.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
5.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
6.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
7.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
8.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 9🔗.
ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
მუხლი 10🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
ფოტოსურათი
ს ა ა პ ლ ი კ ა ც ი ო ფ ო რ მ ა
პირადი ინფორმაცია
სახელი და გვარი
დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი:
ოჯახური მდგომარეობა:
მისამართი რეგისტრაციის მიხედვით:
საცხოვრებელი (ფაქტობრივი) მისამართი:
სახლის ტელეფონი/მობილური:
პირდი მოწმობის №:
პირდი №, გაცემულია/გაცემის თარიღი:
სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება:
ელ-ფოსტა:
განათლება
№
სასწავლებლის დასახელება
სწავლების წლები
ფაკულტეტი
კვალიფიკაცია და დიპლომი №
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები)
№
ტრენინგის დასახელება
ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი
ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული)
რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ
უცხო ენები (მიუთითეთ რომელ უცხო ენებს ფლობთ და რა დონეზე)
უცხო ენები
უცხო ენების ცოდნა
ინგლისური
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
რუსული
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
ფრანგული
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
გერმანული
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
სხვა (მიუთითეთ რომელი)
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
დამატებითი ინფურმაცია თქვენ შესახებ (ჯილდოები, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, მეცნიერული შრომები და გამოგონებები)
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ რომელი პროგრამები იცით)
პროგრამები
პროგრამების ცოდნის დონე
PC Microsoft Office
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
Windows
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
Internet Explorer
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
Photoshop
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
სხვა (მიუთითეთ რომელი)
სუსტად
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
შრომითი საქმიანობა /სტაჟირება (გთხოვთ, ჩამონათვალში გაითვალისწინოთ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში თანამდებობის შეცვლის პროცესიც და მიუთითოთ ამ შენაცვლების (დაწინაურება, დაქვეითება) მიზეზი. წარმოების და დაწესებულების დასახელება უნდა ჩაიწეროს ისე, როგორც ეწოდებოდა მოცემულ ორგანიზაციაში თქვენი მუშაობის პერიოდში).
№
ორგანიზაციის დასახელება
თანამდებობა (ორგანიზაციის უწყების ჩვენებით)
მუშაობის წლები
სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი
ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, თანახმა ვარ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია.
შევსების თარიღი _______________________
პირადი ხელმოწერა ________________________
.
დანართი №3
კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული უნარების მიხედვით
___________________________________ შესარჩევი კონკურსი
(თანამდებობის დასახელება)
№
კანდიდატის
სახელი და გვარი
პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება
შემფასებლის კომენტარი
სუსტად განვითარებული
საშუალოდ
განვითარებული
კარგად განვითარებული
1
2
3
4
5
შემფასებლის სახელი, გვარი:
ხელმოწერა: