⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.2018)
გაუქმებულია:

ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღების და ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურება განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.05.2013
ძალაში შესვლა 01.07.2013
ძალის დაკარგვა 01.08.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,756 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2013 მიღება
01.07.2013 ძალაში შესვლა
01.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღების და ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურება განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე    ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №09          2013 წლის 31 მაისი        დაბა ხულო „ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღების და ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების განხორციელების წესის' დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღების და გადაადგილების  წესი, დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილებისათვის მოქალაქეებზე გასაცემი საშვის ტიპური ფორმა,   დანართი №2-ის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოში ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების განხორციელების წესი, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე დანართი №1 ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღების  წესი მუხლი 1🔗 ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 აგვისტოს  №15 დადგენილების და „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №24 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 2🔗 ხულოს მუნიციპალიტეტში (საკრებულოსა და გამგეობაში) მოქალაქეთა (საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა) მიღების, განცხადებების და საჩივრების განხილვის პროცესის სრულყოფისა და მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით: 1. მოქალაქეთა მიღება მოხდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით; 2. მოქალაქეთა მიღების დროს განიხილება ზეპირი, წერილობითი განცხადებები და საჩივრები, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; 3. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან და საჯარო მოსამსახურეებთან მოქალაქეთა მიღების ჩაწერა უზრუნველყონ საკრებულოსა და გამგეობის შესაბამისმა საჯარო მოსამსახურეებმა, დადგენილი წესის მიხედვით, რომლებიც ვალდებული არიან აწარმოონ მოქალაქეთა მიღების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალში შედის მონაცემები მოქალაქის ვინაობის, მიღების თარიღის, განხილული საკითხისა და მიღების შედეგის თაობაზე. ჟურნალში სააღრიცხვო ჩანაწერს ხელს აწერს მიმღები თანამდებობის პირი; 4. მოქალაქის განცხადებაში (საჩივარში) დასმული საკითხის მნიშვნელობიდან  და აუცილებლობიდან გამომდინარე, საკრებულოს აპარატის უფროსის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი აწარმოებს მოქალაქის მიღებას; 5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (საკრებულოს და გამგეობის) მოქალაქეთა გადაადგილება მოხდეს მოქალაქეთა მიღებაზე პასუხისმგებელი მოსამსახურის (მოსამსახურეების) მეშვეობით; 6. მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში; 7. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; 8. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით, საშვის (დანართი №2) დაშვების შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ორგანიზაციის დასახელება, საშვის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქალაქის ვინაობა, შენობაში შემოსვლისა და გასვლის დრო, მიმღები (პასუხისმგებელი) პირის ვინაობა და ხელმოწერა; 9. მოქალაქეზე (მოალაქეებზე) საშვის გაცემა განხორციელდეს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. 10. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში“ მოქალაქეთა ვიზიტი საშვის გარეშე წარმოებს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან – ყოველი კვირის სამშაბათს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ყოველი კვირის ოთხშაბათს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ დღეებში ვიზიტის მსურველ მოქალაქეთა ორგანიზაციულად მიღების მიზნით, მონაცემები წინასწარ შეიტანება რეესტრში, ვიზიტორთა რიგითობა განისაზღვრება რეესტრში დაფიქსირებული დროის მიხედვით. მუხლი 3🔗 ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების სხდომებისა და საჯარო განხილვების ჩატარების დღეს. მუხლი 4🔗 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 5🔗 ამ წესში ცვლილების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №2 საშვი ხულოს მუნიციპალიტეტი საშვი № ___ __ ________ ___ წ. თარიღი შემოვიდა __ სთ. __ წთ. მოქალაქე _________________________ მიმღები  __________________________ პასუხისმგებელი პირი: წავიდა __ სთ. ______________ მიმღების ხელმოწერა: ____________________ . დანართი №3 ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოში ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების არსი 1. თუ კონკრეტული შემთხვევისთვის სხვა რამ არ დადგინდება, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში – გამგეობა) და საკრებულოს (შემდეგში – საკრებულო) სისტემაში მომსახურება წარმოებს ერთი სარკმლის პრინციპით. 2. ერთი სარკმლის პრინციპით გადაწყვეტილებათა მიღებისა და მომსახურების გაწევის მიზანია: ა) გამგეობის და საკრებულოს სისტემაში გადაწყვეტილებათა მიღების ოპერატიულობის უზრუნველყოფა; ბ) უფლებამოსილებათა ნაწილის დელეგირება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და საკრებულოს აპარატის მოხელეებზე; გ) თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებათა და უფლებამოსილებათა მაქსიმალურად შესაძლებელი კონცენტრაცია გამგეობის კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულსა და  საკრებულოს აპარატის კონკრეტულ მოხელეზე; დ) ერთი სარკმლის პრინციპის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ გამგეობის და საკრებულოს თანამდებობის პირთა ინფორმირება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა. 3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამგეობის და საკრებულოს  წინაშე ინიციირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც წესი, არ გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები. 4. ამ თავის  ნორმები არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცემის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესზე. მუხლი 2🔗. ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების პროცესი 1. გამგეობაში და საკრებულოში ერთი სარკმლის პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების პროცესი იწყება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში საამისოდ განკუთვნილ ადგილზე – მომსახურების სექტორში (შემდგომში – მომსახურების ცენტრი ან ცენტრი). 2. ცენტრი არ არის ორგანიზაციულად სტრუქტურირებული, გამგეობის ან საკრებულოს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 3. ცენტრში, გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა შორის გამიჯნული კომპეტენციისა და სფეროების მიხედვით, ფუნქციონირებს: ა) სანებართვო, ზედამხედველობის,  ინფრასტრუქტურისა და ქონებრივ საკითხთა  რეგისტრაცია; ბ) სოციალურ საკითხთა რეგისტრაცია; გ) კონსულტაციები და ცხელი ხაზი.  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის და საკრებულოს აპარატის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების გათვალისწინებით, შეიძლება განისაზღვროს ცენტრში განსახორციელებელი სხვა ფუნქციები. 5. გამგეობა უზრუნველყოფს ცენტრის ტექნიკურ მოწყობასა და აღჭურვას ამ მუხლის შესაბამისად ფუნქციონირებისათვის. მუხლი 3🔗. რეგისტრაციაზე მომუშავე მოხელეთა ფუნქციები და კომპეტენციის სფეროები 1. რეგისტრაციაზე მომუშავე მოხელეების ფუნქციებში შედის: ა) შემოსული კორესპონდენციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პირველადი შემოწმება, მოთხოვნის არსისა და ადრესატის/გადაწყვეტილების მიმღების დადგენა, კორესპონდენციის რეგისტრაცია; ბ) შემოსული კორესპონდენციის გამგეობის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში (უფლებამოსილ მოხელესთან) ან საკრებულოს უფლებამოსილ მოხელესთან გაგზავნის უზრუნველყოფა; გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. სანებართვო, ზედამხედველობის,  ინფრასტრუქტურისა და ქონებრივ საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპეტენციის სფეროში, ამ წესის შესაბამისად შედის შემდეგ საკითხებზე მომსახურების განხორციელება: ა) მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II და III ეტაპი); ბ) მრავალბინიანი შენობებით დაკავებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა; გ) შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება; დ) მშენებლობის კონსერვაცია; ე) დაბა ხულოს  ამხანაგობების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები; ვ) სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები; ზ) სანიტარიული ნორმები, მომსახურება და პირობები; თ) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული კულტურისა და სპორტის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია; ი) სახანძრო უსაფრთხოება და ინფორმაცია ხანძრის შესახებ; კ) თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემა; ლ) თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ ინფორმაციის გაცემა; მ) თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირის შესახებ ინფორმაციის გაცემა; ნ) თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემისას საწყისი ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა; ო) თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა. 3. სოციალურ საკითხებზე უფლებამოსილი მოხელის კომპეტენციის სფეროში, ამ წესის შესაბამისად, შედის შემდეგ საკითხებზე მომსახურების განხორციელება: ა) თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ან ხულოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში; ბ) მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინფორმაცია;  გ) მიწერის მოწმობა და მასთან დაკავშირებული საკითხებზე მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება; დ) წვევამდელთა აღრიცხვა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება, სამხედრო ძალების რეზერვში პირთა აღრიცხვა-გაწვევის ორგანიზება; ე) დროებითი სამხედრო მოწმობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. მუხლი 4🔗. კონსულტანტისა და ცხელი ხაზის მოხელის კომპეტენციის სფერო 1. კონსულტანტის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი, შედის: ა) გამგეობის და საკრებულოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრები და კონსულტაციების გაწევა; ბ) გამგეობის და საკრებულოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე დაინტერესებული პირებისათვის სატელეფონო კონსულტაციების გაწევა; გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. ცენტრი გამგეობის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საქმიანობის განმახორციელებელ მოხელეებს განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინებით, ხოლო საკრებულოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საქმიანობის განმახორციელებელ მოხელეს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. 3.  ცხელი ხაზის მოხელის კომპეტენციის სფეროში, როგორც წესი, შედის: ა) გამგეობაში და საკრებულოში შემოსულ კორესპონდენციაზე მომზადებული პასუხის/დოკუმენტის კორესპონდენციის წარმომდგენისათვის გადაცემა; ბ) გამგეობაში და საკრებულოში შემოსულ კორესპონდენციასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება (რა სტადიაზე იმყოფება კორესპონდენცია); გ) თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 5🔗.  ცენტრში მოხელეთა რაოდენობა და სამუშაო დროის განაწილება 1. ცენტრში მოხელეთა სამუშაო დრო და ადგილი განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს შინაგანაწესით და წინამდებარე დებულებით. 2. ცენტრში საქმიანობის განმახორციელებელ მოხელეთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილნი არიან საჭიროების მიხედვით გაზარდონ ეს რაოდენობა.  მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების მიღების პროცესი 1. მოთხოვნის არსისა და ადრესატის/გადაწყვეტილების მიმღების დადგენის ფუნქციის შემსრულებელი მოხელე (რეგისტრატორი) რეგისტრაციაში ატარებს კორესპონდენციას (თანდართული დოკუმენტებით, ასეთის არსებობისას) და გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის გამგეობის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს /სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ მოხელეს. 2. ცენტრში შემოსული კორესპონდენცია ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას, მათ შორის, კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  3. ცენტრში შემოსული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენების წესი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.  4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გამგეობის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის/უფლებამოსილი მოხელისათვის და საკრებულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელისათვის გადაგზავნა ხორციელდება საქმისწარმოების განყოფილების მოხელის მეშვეობით, სამუშაო დღის განმავლობაში. 5. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნისას, უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის ან უფლებამოსილი მოხელისათვის აგრეთვე ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის გადაგზავნა ერთიანი კომპიუტერული ქსელის მეშვეობითაც. 6. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უფლებამოსილი მოხელე გადაწყვეტილებას იღებს კორესპონდენციის რეგისტრაციიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ერთჯერადად გაგრძელების უფლებამოსილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, გამონაკლის შემთხვევაში, სათანადო არგუმენტაციით აქვს იმ უფლებამოსილ მოხელეს, რომელიც იხილავს კორესპონდენციას. ვადის გაგრძელებისა და ამის საჭიროების არგუმენტაციის შესახებ უფლებამოსილი მოხელე აცნობებს ცხელი ხაზის მოხელეს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და კორესპონდენციის წარმდგენს. 8. გამგეობის და საკრებულოს უფლებამოსილი  მოხელე გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საშუალებებით აგზავნის ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გადაცემას კორესპონდენციის წარმდგენისათვის.  მუხლი 7🔗. დოკუმენტბრუნვა კომპიუტერული ქსელის მეშვეობით 1. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური პირობების საშუალებით, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და გამგეობის/საკრებულოს სისტემაში მოძრაობა აგრეთვე ხდება ერთიანი კომპიუტერული ქსელის მეშვეობითაც. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქსელის ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს გამგეობა, ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით. 3. გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქსელის ადმინისტრირებისას უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ წარდგენილი განცხადების/კორესპონდენციის მსვლელობაზე თვალყურის მიდევნებას. მუხლი 8🔗. მოხელეთა გარანტიები და პასუხისმგებლობა 1. გამგეობის და საკრებულოს მოხელეების მიერ ამ თავით დადგენილი წესების დაუცველობა წარმოადგენს დამრღვევის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების საფუძველს. 2. გამგეობის და საკრებულოს სისტემაში დასაქმებული მოხელეებისა და თანამდებობის პირთა მიერ ცენტრში მომუშავე მოხელის ან უფლებამოსილი მოხელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, აგრეთვე ცენტრში მომუშავე მოხელის ან  უფლებამოსილი მოხელისათვის გადაწყვეტილებაში ხელის შეშლა, ან მის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა წარმოადგენს დამრღვევის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების საფუძველს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს ცენტრში მომუშავე მოხელის ან/და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათი. მუხლი 9🔗. ერთი სარკმლის პრინციპით გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმირება 1. ამ თავით დადგენილი წესით გაწეული მომსახურების, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ერთიან ანგარიშს ადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განსაზღვრული, ცენტრში მომუშავე მოხელე, როგორც წესი, სამ თვეში ერთხელ მაინც. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი ანგარიში წარედგინება გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს, აგრეთვე ინფორმაცია განთავსდება საჯარო გაცნობისათვის.