საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.06.2013
ძალის დაკარგვა 09.03.2015
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.165.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,604 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.2013 მიღება
09.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ                       საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2013 წლის 3 ივნისი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიცი პალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი დანართი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალური ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს. 2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებით/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო). 3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. 4.  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 5.    ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი ორგანოს მიერ დგინდება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898  ბრძანებულების შესაბამისად. 6.   ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ბეს თანხა შეადგენს ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ს, ხოლო ბიჯი არანაკლებ 5%-ს. 7. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 8. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალური ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. 9. ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. 10. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.  მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების/ სარგებლობის უფლების გადაცემის განმახორციელებელი ორგანო. 2. მუნიციპალური ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო, მუნიციპალური ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე –www.sagarejo.ge ან/და ვებგვერდზე – www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. 3. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას გამოსაყენებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების განმახორციებელი ორგანოს დასახელებას; ბ)  საპრივატიზებო ქონების დასახელებას; გ)  აუქციონის დაწყების და დასრულების დროს; დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საქანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ვ)  აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთი არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. მუნიციპალური ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაყენებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა)  სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას; ბ)  სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას; გ)  აუქციონის დაწყების და დამთავრების დროს; დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი სარგებლობის საფასურს; ე)  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთი არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს; კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას; ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი  ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. მუნიციპალური ქონების შემძენს/სარგებლობის უფლების მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი მუნიციპალური ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობის უფლებით გადასაცემ მუნიციპალურ ქონებას. მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები     1.     უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ განცხადების გამოქვეყნების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის ან სხვა არამატერიალური სიკეთის პრივატიზების შემთხვევაში არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს. აღნიშნულ ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციებელი ორგანო. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან განმკარგავი/სარგებლობის  უფლებით გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით. 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; გ) „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა. 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალური ქონების პრივატიზებისათვის/სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალური ქონებისათვის ცალკ-ცალკე. 5. მონაწილეს შეუძლია უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ. ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები. მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში. 4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი. 5.  აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალური ქონება ითვლება გაყიდულად/ სარგებლობის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6.  თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 (ორი) წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 (ორი) წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 (ორი) წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2(ორი) წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი. 7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 2 /ორი/ წუთისა)  ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით. 8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მყიდველმა აუქციონის გვერდზე მითითებულ საბანკო ანგარიშებზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. 2.  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ გამარჯვებული პირის მიერ თანხის მითითებულ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და  გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება. 3.  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 4.  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი საკუთრების მოწმობა გაიცემა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მუხლი 6🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია: ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენის ვებგვერდს ან პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით; დ)  გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაამისი ზომები. 2. პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად). 3. მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები; 4. მომხმარებელი ვალდებულია: ა) დაიცვას აუქციონში  მონაწილეობის წესები და პირობები; ბ) პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება. მუხლი 7🔗. ანგარიშსწორება 1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საშუალებით. 2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისათვის ხელმისაწდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას. 3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრის მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად, გადადის საკრედიტო ბარათის საგადასახადო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას. 4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება. 5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, როს შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას. 6. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. მუხლი 8🔗. დავების გადაწყვეტის წესი ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.