ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.05.2013
ძალის დაკარგვა 30.04.2015
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ალიბეგაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2013 წლის 31 მაისი
დ. სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1–1/1476 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგენილ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა:
ა) “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასის 40 %-ით წელიწადში;
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზებო საფასურის 30%-ის ოდენობით წელიწადში;
გ) მოძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზებო საფასურის 50%-ის ოდენობით წელიწადში.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასაყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს №42 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი 110817003, 23/08/2011 ,სარეგისტრაციო კოდი 010110030.35.151.016061 ).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი