განჩინება შპს „ინტერპაკ“-ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6210-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/6210-13                

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

31.05.2013 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაია სვიანაძე

 

განმცხადებელი: შპს ''ინტერპაკ'' (ს/ნ 230798811);

წარმომადგენელი: (დირექტორი) ვახტანგ ჭეიშვილი;

მოთხოვნა:   გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 08 მაისს განცხადებით მიმართა შპს ''ინტერპაკის'' დირექტორმა ვახტანგ ჭეიშვილმა და ითხოვა შპს ''ინტერპაკის'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ გააჩნია კრედიტორული დავალიანება მხოლოდ შპს ''ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას'' წინაშე და შეადგენს 5,235,977 (ხუთი მილიონ ორას ოცდათხუთმეტი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარს. საწარმოს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები.

განცხადების ავტორის მტკიცებით, შპს ''ინტერპაკს'' არ აქვს მოძრავ-უძრავი ქონება და არც ფულადი სახსრები.  საზოგადოება ამჟამად რაიმე სახის შემოსავალს არ იღებს. შპს ''ინტერპაკი'' საკუთარი ქონების არქონის გამო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით განმცხადებელს განესაზღვრა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, რომლის შევსების თაობაზე განმცხადებელმა სასამართლოს მომართა 2013 წლის 29 მაისს.

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს ''ინტერპაკის'' განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ი მა ვე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო, მოვალის ინფორმირებისათვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ''საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში'' აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს ''ინტერპაკის'' უქონლობის სამტკიცებლად სასამართლოს წარედგინა სს ''ბანკი რესპუბლიკ ის '' დელისის ფილიალის მიერ 2013 წლის 07 მაისს, სს ''თიბისი ბანკის'' მიერ 2013 წლის 27 მაისს, სს ”საქართველოს ბანკის” №53-ე სერვისცენტრის მენეჯერის მიერ 2013 წლის 29 მაისს, სს ''პროკრედიტ ბანკის'' მიერ 2013 წლის 27 მაისს, სს ''ბანკი ქართუს'' მიერ 2013 წლის 28 მაისს, სს ''ხალიკ ბანკი საქართველოში'' მიერ 2013 წლის 29 მაისს და სს ''ლიბერთი ბანკის” მიერ 2013 წლის 29 მაისს გაცემული ცნობები, რომელებიც ადასტურებენ, რომ შპს ''ინტერპაკს'' ანგარიშებზე თანხები არ გააჩნია. ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 07 მაისს გაცემული ცნობა მასზედ, რომ შპს ''ინტერპაკის'' სახელზე არაა რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 მაისის ცნობა, რომ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში შპს ''ინტერპაკი'' უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს ''ინტერპაკი'' უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში ''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ''ინტერპაკს'' (ს/ნ 230798811) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს ''ინტერპაკის'' მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ''ინტერპაკი'' გამოცხადდება გაკოტრებულად, რაცб თავის მხრივб განაპირობებს მოვალე შპს ''ინტერპაკის'' რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება გამოქვეყნდეს ''საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს შპს ''ინტერპაკმა''.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზითб განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ ი მა ვე წესით კრედიტორებმაცб განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

  მოსამართლე                                               მაია სვიანაძე