⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.12.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2013
ძალაში შესვლა 03.07.2013
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №603
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,323 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2013 მიღება
03.07.2013 ძალაში შესვლა
16.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №603 2013 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის N508 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი (შემდგომ ­_ დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომ _ გაერთიანებული შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი)  სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის  (შემდგომ - გაერთიანებული შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო). 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია  გაერთიანებული შტაბის უფროსის წინეშე. 5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი’’, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.   მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გამოცდილების გაზიარების სისტემის ჩამოყალიბება, შესაბამისი დოქტრინების შემუშავების პროცესის კოორდინაცია; ბ) პროფესიული სამხედრო-საგანმანათლებლო კურსებისათვის სამხედრო განათლების სტრატეგიის, გეგმების, მოთხოვნებისა და სტანდარტების შემუშავება; გ)   ოფიცერთა და სერჟანტთა პროფესიული განვითარების სტრატეგიის შემუშავება; დ) ოფიცრებისა და სერჟანტების სამხედრო განათლების სამეთაურო და სპეციალიზაციის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა, კოორდინაცია და მისი პერიოდული მონიტორინგი; ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა  საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და წვრთნების კოორდინაცია;   ვ) საბრძოლო მომზადებისა და სამხედრო განათლების პრიორიტეტებთან და მოთხოვნებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და წარდგენა გაერთიანებული შტაბის უფროსისათვის;   ზ)  დოქტრინების განვითარების სტრატეგიისა და  შესაბამისი დოქტრინების შემუშავება და კოორდინაცია; თ)    საბრძოლო მომზადების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება; ი)  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, საბრძოლო მომზადების დაგეგმვის სტრატეგიის ჩამოყალიბება და  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების მონიტორინგის განხორციელება; კ) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახმელეთო ჯარებთან ერთობლივად უწევს წვრთნებისა და სამხედრო განათლების ღონისძიებების კოორდინირება; ლ)  გამოცდილების გაზიარების სისტემის ჩამოყალიბება და დოქტრინებისა და სწავლებების გაუმჯობესების მიზნით  მისი განვითარების სტრატეგიის შემუშავება; მ) საბრძოლო მომზადების მონიტორინგის/მოქმედების შემდგომი მიმოხილვებისა და ანალიზის საფუძველზე,  რეკომენდაციების ჩამოყალიბება საბრძოლო მომზადების დახვეწისა და შემდგომი განვითარების მიზნით;     ნ)   პოლიგონებისა და სასწავლო საწვრთნელი (სიმულაციური) საშუალებების განვითარების სტრატეგიიის შემუშავება;      ო) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიული დონის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; პ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საბრძოლო მომზადების დოკუმენტაციის, სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების, ინსტრუქციების, დარიგებებისა და წესდებების შემუშავება, გარდა საჯარისო წესდებებისა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება  გაერთიანებული შტაბის უფროსს. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი (ფუნქციონალური) მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; დ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ე) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე; ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანოებიდან; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას; ი) ახორციელებს გაერთიანებული შტაბის დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამხედრო განათლების სამმართველო; ბ) საბრძოლო მომზადების სამმართველო; გ) გამოცდილების გაზიარების სამმართველო. 2. სამხედრო განათლების სამმართველო: ა) განსაზღვრავს სამხედრო განათლების ძირითად მიმართულებებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და კოორდინაციას უწევს დოქტრინების შემუშავებას; ბ) შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისათვის სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების კოორდინაციის სტრატეგიას; გ) შეიმუშავებს პროფესიული სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებისათვის განათლების  სტრატეგიას, გეგმებს, მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ატარებს პერიოდულ მონიტორინგს; დ) აანალიზებს საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პროგრამების  გაუმჯობესებისათვის; ე) შეიმუშავებს ოფიცრებისა და სერჟანტების პროფესიული განვითარების გეგმებს; ვ) ახდენს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა საერთაშორისო განათლებისა და წვრთნების კოორდინირებას;  ზ) ადგენს დოქტრინების განვითარების პრიორიტეტებს; თ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების დოქტრინების ნატოს სტანდარტების დოქტრინებთან თავსებადობას და ახორციელებს დოქტრინების შემუშავების კოორდინაციას; ი) ახდენს დოქტრინების შემუშავების მიმოხილვას დასახული პრიორიტეტებიდან გამომდინარე და უზრუნველყოფს მათ დანერგვას სამხედრო სასწავლო დაწესებულებებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში; კ) ახორციელებს დოქტრინების შემუშავების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების კოორდინაციასა და ჩატარებას; ლ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შემუშავებული დოქტრინებისათვის შესაბამისი კოდების მინიჭებას; მ) უზრუნველყოფს საბრძოლო გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებას დოქტრინებსა და სასწავლო გეგმებში. 3. საბრძოლო მომზადების სამმართველო: ა) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ძირითად მიმართულებებს, აყალიბებს საბრძოლო მომზადების დაგეგმვის სტრატეგიას და  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ატარებს საბრძოლო მომზადების მონიტორინგს; ბ) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახმელეთო ჯარებთან ერთად კოორდინირებას უწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებებს; გ) ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტების ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებიდან და ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, წარუდგენს შესაბამის მოხსენებას გაერთიანებული შტაბის უფროსს გავლილი საბრძოლო მომზადების შესახებ; დ) გაერთიანებული შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სახმელეთო ჯარებთან ერთობლივად  შეიმუშავებს გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოველწლიურ საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მეთოდურ მითითებას; ე) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნერგავს საბრძოლო მომზადების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სიახლეებს; ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადების დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების ანალიზის  საფუძველზე განსაზღვრავს მათ ეფექტურობას/სამომავლო მოთხოვნებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საბრძოლო მომზადების შემდგომი განვითარების მიზნით. 4. გამოცდილების გაზიარების სამმართველო: ა)  შეიმუშავებს გამოცდილების გაზიარების სისტემის განვითარებისა და დანერგვის  სტრატეგიას  საქართველოს შეიარაღებულ  ძალებში; ბ) ახორციელებს გამოცდილების გაზიარების სისტემის განვითარებას დოქტრინებისა და საბრძოლო მომზადების გაუმჯობესების მიზნით, დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და სამხედრო  განათლების სამმართველოებთან კოორდინაციით; გ) კომპეტენციის ფარგლებში ქმნის გამოცდილების გაზიარების მონაცემთა ბაზების ელექტრონულ არქივს; დ) შეიმუშავებს გამოცდილების გაზიარების სტანდარტულ პროცედურებს გამოცდილების გაზიარების პროცესის ყველა დონეზე მართვის მიზნით; ე) ახორციელებს გამოცდილების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვებას როგორც გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ასევე სახმელეთო ჯარებიდან, მათ შორის საერთაშორისო მისიებიდან და სამხედრო სასწავლო დაწესებულებებიდან; ვ) აანალიზებს გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სახმელეთო ჯარებიდან მიღებული, განსაზღვრული გამოცდილების ინფორმაციას; ზ)   ანალიზის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შეიმუშავებს და გამოსცემს საჭირო რეკომენდაციებს ან მითითებებს შესაბამისი ფორმატით და უზრუნველყოფს  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მის გავრცელებასა და დანერგვას; თ) საბრძოლო მომზადების გამოცდილების უშუალოდ შეგროვების მიზნით, უზრუნველყოფს სამმართველოს პირადი შემადგენლობის სწავლებებზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლების რანგში მივლენას; ი) ამზადებს მოხსენებებს გამოცდილების გაზიარების სისტემაში  საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბებისა და ქვედანაყოფების მონაწილეობის შესახებ; კ) აწარმოებს შეგროვებული მასალის თანმიმდევრულ აღრიცხვას, არქივაციას და უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამოცდილების გაზიარების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ლ) დახმარებას უწევს გამოცდილების გაზიარების სწავლებების ჩატარებას ბატალიონის დონემდე; მ) შეიმუშავებს პოლიგონებისა და სასწავლო საწვრთნელი (სიმულაციური) საშუალებების განვითარების პოლიტიკას; ნ) შეიმუშავებს საბრძოლო მომზადების  სტანდარტებთან თავსებადი სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორების) განვითარების გეგმებს; ო) ადგენს ეროვნულ სტანდარტებს სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორების), სასროლეთებისა და პოლიგონების ექსპლუატაციისათვის და ახორციელებს მათ მონიტორინგს. 5. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხისმგებელია ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე  და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე. 6. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამმართველოს შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც: ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს; ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) შესაბამის სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.