სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „თელასის“
აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ
სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომ – „საზოგადოება“) გაცნობებთ კრების სახით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ 2013 წლის 28 ივნისს შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2012 წლ ი ს მუშაობის შედეგების მიხედვით საზოგადოების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
2. საზოგადოების 2012 წლის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების შესახებ.
3. 2012 წლის ფინანსური წლის შედეგების მიხედვით საზოგადოების მოგების (მათ შორის, დივიდენდების გადახდის (გამოცხადების) და ზარალის განაწილების შესახებ.
4. 2013 წლისათვის საზოგადოების აუდიტორის დამტკიცების შესახებ.
5 . სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ.
სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიის შესადგენად, სააღრიცხვი დღეა –2013 წლის 27 მაისი.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილი – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. №3.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დრო –14 საათი და 30 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 14 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების მისამართზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების დანართში ა წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის.
სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე აქციონერებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2013 წლის 07 ივნისიდან 28 ივნისამდე 10 .00 საათიდან 17 .00 საათამდე შემდეგ მისამართზე:საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე ა.ი. ბადენკოვი
სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების
2013 წლის 28 ივნისს ჩატარების შესახებ შეტყობინების
დანართი ა
დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის
სს „თელასის“ წესდების მუხლი 10., პ.10.14 შესაბამისად, სს „თელასის“ (შემდგომში– საზოგადოება) აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებას საზოგადოება აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე შეტყობინების განთავსება ხდება საზოგადოების ვებსაიტზე ინტერნეტქსელში, აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 20 დღით ადრე.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებას უნდა ერთოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერი უფლებამოსილია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება.
2013 წ. 27 მაისს შემდგარი სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები
სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებას მიეცეს რეკომენდაცია მიღებულ იქნეს შემდეგი გადაწყვეტილება:
« 2012 წლის შედეგების მიხედვით დივიდენდები არ გაიცეს».
რეკომენდაციები სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრებისთვის მიცემულია 2013 წ ლის 27 მაისს შემდგარი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ( 27/05/2013 წ., სს ოქმი №98).
სს „თელასის“ აქციონერთა საერთო წლიურ კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურის აღწერა
2013 წლის 28 ივნისი.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ ( 2012 წ ლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება №ср-248), მისამართი: საქართველო, 0162, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74 ა. (მოსაშვილი №11) ტელ.: (99532) 22-53-51, 25-15-60. ფაქსი: (8832) 25-15-60.