ღია სააქციო საზოგადოება "კავკასიის განვითარების ბანკის" - თბილისის ფილიალისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

განკარგულება №15

2013 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის“ – თბილისის ფილიალისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის„ა“ ქვეპუნქტის,ამავე კანონის მე-7 და 37-ე მუხლების , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის“ – თბილისის ფილიალს გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. დაიწყოს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის“ – თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის“ – თბილისის ფილიალის ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი N 01036002403) და გაფორმდეს მასთან შრომითი ხელშეკრულება. ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ შესაბამისად.

4. სს „კავკასიის განვითარების ბანკი საქართველო“ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის ” – თბილისის ფილიალის ყველა უფლებასა და ვალდებულებაზე.

5. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დახუროს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალის საკორესპონდენტო ანგარიში (ლარში და უცხოურ ვალუტაში) და გახსნას სალიკვიდაციო ანგარიში; ამავდროულად დაუხუროს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალს საქართველოს ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალის აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები და მათ შორის, სავალდებულო რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალის სალიკვიდაციო ანგარიშზე. ასევე გაუქმდეს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალის მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში (RTGS სისტემა) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა). ამასთან, ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალის RTGS სისტემის და CSD სისტემის მომხმარებელთა თოქენები გადაეცეს სს „კავკასიის განვითარების ბანკ საქართველოს”, და ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალის RTGS სისტემის და CSD სისტემის მომხმარებელთა პროფილები და მომხმარებლის სახელები შეუნარჩუნდეს სს „კავკასიის განვითარების ბანკ საქართველოს”. ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალისათვის მინიჭებული ბანკის კოდი (სისტემის მონაწილის კოდი) და IBAN კოდი გამოიყენოს სს „კავკასიის განვითარების ბანკმა საქართველომ”. ძირითად საბანკო სისტემის ცნობარში შეიცვალოს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის” – თბილისის ფილიალის მონაწილის კოდი შემდეგი კოდით DEVBGE00. 

6. ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის ” – თბილისის ფილიალი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.

7. ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს ღია სააქციო საზოგადოება „კავკასიის განვითარების ბანკის ” – თბილისის ფილიალის მარეგისტრირებელ ორგანოს, და აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

8. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  მე -12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

9. ეს განკარგულება ამოქმედდეს 2013 წლის 4 ივნისიდან.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე                                           გიორგი ქადაგიძე