სს „იმედის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „იმედის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას 2013 წლის 3ივლისს დღის 5 საათზე ქ. ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზირი 31/33 /ყოფილი „სოფლტექნიკის“ ადმინისტრაციული შენობა/.
დღის წესრიგი:
სს „იმედის“ აქციონერების ვიტალი ხეცურიანის, ანდრო სუპატაშვილის, ეკატერინე კიკატუნიძის და ავთანდილ სუპატაშვილის უფლებამონაცვლე
მანანა სუპატაშვილის მიერ ამავე საზოგადოების მიმართ კანონდარღვევათა ჩადენის და ამის შედეგად ამ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გამო, საზოგადოებიდან მათი გარიცხვის შესახებ.
/მომხ. სამეთვალყურეო საბჭოს თავ მ ჯდომარე ნ. ლიკლიკაძე/
რეკომენდაცია;
ვიტალი ხეცურიანი, ანდრო სუპატაშვილი, ეკატერინე კიკატუნიძე, ავთანდილ სუპატაშვილის უფლებამონაცვლე – მანანა სუპატაშვილი გარიცხულ იქნ ე ს სს „იმედიდან“, მათი კუთვნილი აქციები კი განაწილდეს დანარჩენ აქციონერებზე, მათი წილების პროპორციულად.
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილი იყო 2013 წლის 3 ივნისი.
სააქციო საზოგადოება „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო
სააქციო საზოგადოება „იმედი“
№ 20
4 ივნისი 2013 წ.