1. უმაღლესი განათლება.

2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, IV და VI თავი);

ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (III და V თავის გარდა);

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ზ) „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის N898 ბრძანებულება;

თ) „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N63 დადგენილება;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს დებულება