1. უმაღლესი განათლება (სასურველია არქიტექტორის, ინჟინერ-მშენებლის ან ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით).
2. საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
3. სასურველია ძირითადი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
4. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
5. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, IV და VI თავი);
ე) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება;
ზ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი (IV თავი, მე-14, მე-16, 24-26 და 43-53 მუხლები);
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება“