„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64/ნ
სარეგისტრაციო კოდი
300160080.22.022.016584
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №64/ნ

2013 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის  №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010,  №126  მუხ.1839) დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში“  (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

 „41. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების თავისებურებანი

1. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრი ადგენს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და აღნიშნული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადების განხილვისას ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, დიპლომის ფორმის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი