ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.06.2013
ძალის დაკარგვა 21.11.2014
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ უნგიაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2013 წლის 7 ივნისი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიატეტის საკრებულოს აპარატის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №5 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემიხეილ უნგიაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას საკრებულოსთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატი არის თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილი ორგანო.
მუხლი 2🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატი:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას; უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას.
ბ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტებს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ შესაბამის მასალებს;
გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას;
ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე.
თავი II
აპარატის სტრუქტურა
მუხლი 4🔗.
აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
აპარატის სტრუქტურას, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.
მუხლი 5🔗.
აპარატის სტრუქტურაა
1. წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი – აპარატის უფროსი.
2. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის საკითხებში.
3. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკადრო და საოქმო წარმოების საკითხებში.
4. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
5. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – კომპიუტერული უზრუნველყოფის საკითხებში;
6. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – იურისტი;
7. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მდივან-რეფერენტი.
8. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს ორგანოთა მუშაობის საკითხებში.
თავი III
აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 6🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის საკითხებში
ა) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო, ანალიტიკურ, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და პროგრამულ მომსახურებას;
ბ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფურქციონირებას, ინტერნეტ- პორტალის, საიტებისა და ინტერნეტ-გვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას.
მუხლი 7🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკადრო და საოქმო წარმოების საკითხებში:
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას;
ბ) აფორმებს საკრებულოს მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას; ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 8🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:
ა) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას მუნიციპალიტეტის ოფიციალური და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ) ორგანიზაციას უწევს პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, „მრგვალი მაგიდების“, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
გ) ახდენს თითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;
დ) ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, უზრუნველყოფს მათ დასწრებას თვითმმართველი ერთეულის ორგანოების სხდომებზე; მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ე) ორგანიზებას უწევს სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას.
მუხლი 9🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – კომპიუტერული უზრუნველყოფის საკითხებში:
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს აპარატის მიერ შესრულებულ სამუშაოთა კომპიუტერში შეტანა-შეგროვებას, დამუშავებას, შენახვის ორგანიზებას და აღრიცხვას, კანონმდებლობის შესაბამისად შეინახავს სამსახურებრივ საიდუმლოებას;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიათა და საკრებულოს აპარატის საინფორმაციო ბაზის შექმნას.
მუხლი 10🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – იურისტი:
ა) პასუხისმგებელია საკრებულოს სამართლებრივ საქმიანობაზე;
ბ) ახორციელებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებზე;
გ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;
ე) ახდენს საკრებულოს სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას;
ვ) აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 11🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მდივან-რეფერენტი:
ა) არეგულირებს საკრებულოს თავმჯდომარესთან და თავმჯდომარის მოადგილესთან მოქალაქეთა მიღების საკითხებს, იცავს წესრიგს მისაღებში;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილესთან მიღებაზე მოსულ მოქალაქეთა რეგისტრაციას და რიგითობის მიხედვით მათ გატარებას.
მუხლი 12🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს ორგანოთა მუშაობის საკითხებში:
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, სამუშაო ჯგუფების ურთიერთობას ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანოებთან და მოქალაქეებთან.
ბ) ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას უწევს კომისიების, ფრაქციების, სამუშაო ჯგუფების მუშაობას.
თავი IV
აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 13🔗.
აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს აპარატის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
თავი V
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 14🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 15🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესს, საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.