საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2013
ძალის დაკარგვა 15.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №834
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№834
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ” ქვეპუნტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი (შემდგომ - დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინიტროს (შემდგომ - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
5. დეპარტამენტს აქვს ბლანკები საკუთარი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება შიდა და გარე მიმოწერისათვის.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისათვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სტანდარტების და მოთხოვნების ჩამოყალიბება და მათი განვითარება, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში მიღებული სტანდარტების და მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს სისტემაში კიბერ უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტების და ნორმების ჩამოყალიბება/დადგენა, კომპეტენციის ფარგლებში ამ სტანდარტების დანერგვის პროცესის და ექსპლუატაციის კონტროლი/მონიტორინგი;
დ) სამინისტროს სისტემის კიბერ სივრცეში არსებული კომპიუტერული სისტემების და ქსელების ადმინისტრირების და დაცვის საერთო პოლიტიკის შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი კონტროლი/ მონიტორინგი;
ე) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მისი კონტროლი;
ვ) თანამედროვე საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამინისტროს პერსონალის ხელშეწყობა, შესაბამისი გადამზადების ორგანიზება და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია;
თ) არსებული ინფორმაციული სისტემების კვლევა და მათი სრულყოფისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლი და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ზ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ი) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუქნციები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველო;
ბ) პროექტების მართვის სამმართველო;
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისათვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სტანდარტების და მოთხოვნების ჩამოყალიბება და მათი განვითარება, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში მიღებული სტანდარტების და მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს სისტემაში კიბერ უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტების და ნორმების ჩამოყალიბება/დადგენა, კომპეტენციის ფარგლებში ამ სტანდარტების დანერგვის პროცესის და ექსპლუატაციის კონტროლი/მონიტორინგი.
3. პროექტების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თანამედროვე საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამინისტროს პერსონალის ხელშეწყობა, შესაბამისი გადამზადების ორგანიზება და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია;
გ) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მისი კონტროლი.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების სტატისტიკის წარმოება და ანალიზის განხორციელება;
ბ) არსებული ინფორმაციული სისტემების კვლევა და მათი სრულყოფისათვის საჭირო რეკომენდაციების დადგენა და შემუშავება.
5. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
6. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.