საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№662-IIს
სარეგისტრაციო კოდი
090000000.05.001.017003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 35. საგამოძიებო ქვემდებარეობა

   საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 36. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა

   ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

    2. 105-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს.“.

    3. 250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 250. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე უარის თქმა

   1. ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

   2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე.

   3. ბრალდების მხარის მიერ უარყოფილი ბრალდება ან ბრალდების ნაწილი და ის მტკიცებულებები, რომლებსაც იგი ეყრდნობა, არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს იმავე ბრალდებულის მიმართ.“.

   მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობა და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საგამოძიებო ქვემდებარეობისა და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრამდე ძალაში დარჩეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები. 

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2013 წ.

N662-IIს