განჩინება სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/988-2008
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013წლი ს4ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ” მიმართ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ” კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნ ე ს ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1.კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნ ე ს 2013 წლის 19 ივნისს 12 :00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის № 24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№ 6).
3. დაევალოს ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ” რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი