„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0613/10-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №0613/10-1

2013 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №1 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 127 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ- ქაიდასთან, ნომერი 83 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული რედაქციით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. როინიშვილი

 


                                                                                               

                                                                                                                                                                             დანართი 1

                                 

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

 

პირადი ინფორმაცია

 

 (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი,

 ეროვნება/მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსა -

მყოფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

1 27

სახელები:

1 ფაზლი (FAZL)

2. რაბი ( RABI )

3.

4.

დაბ. თარიღი:

ა) 1972

ბ)1975

დაბ. ადგილი :

ა) კოჰე საფის რაიონი, პარვანის პროვინცია, ავღანეთი (Kohe Safi District, Parwan Province,

Afghanistan);

ბ) კაპისას პროვინცია, ავღანეთი (Kapisa Province, Afghanistan);

გ) ნანგარარის პროვინცია, ავღანეთი (Nangarhar Province, Afghanistan);

დ) ქაბულის პროვინცია, ავღანეთი ( Kabul Province, Afghanistan ).

ეროვნება/მოქალაქეობა:

ავღანელი

 

ა) ფაზლ რაბი ( Fazl Rabbi);

ბ) ფაზალ რაბი (Fazal Rabi);

გ) ფაიზალ რაბი (Faisal Rabbi).

პასპორტის მონაცემები:

პირადი ნომერი:

 

 

06.01.12

(ცვლილებები

31.05.13)

თალიბანის რეჟიმი, მაღალი თანამდებობის პირი პროვინცია კონარში (Konar Province).

ავღანეთი/პაკისტანის საზღვარზე მდებარე Haqqani Network–ის წარმომადგენელი, მისი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდამჭერი.

თალიბანის ფინანსური საბჭოს (Taliban Financial Council) წევრი.

იმოგზაურა საზღვარგარეთ სირაჯუდინ ჯალალუდინ ჰაქანის (Sirajuddin Jallaloudine Haqqani), ჯალალუდინ ჰაქანის (Jalaluddin Haqqani), Haqqani

Network-ისა და თალიბანისთვის (Taliban) ფულადი სახსრების შეგროვების მიზნით .

სავარაუდოდ იმყოფება ავღანეთი/პაკისტანის საზღვარზე.

 


 

 

                                                                                                                                        დანართი 2

იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან

ორგანიზაციის დასახელება

დასახელების სხვა ვარიანტები

მისამართი

სიაში შეყანის

თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

83

AL-QAIDA IN IRAQ

ა ) AQI;

ბ ) al-Tawhid;

გ ) the Monotheism and Jihad Group;

დ ) Qaida of the Jihad in the Land of the Two Rivers;

ე ) Al-Qaida of Jihad in the Land of the Two Rivers;

ვ ) The Organization of Jihad’s Base in the Country of the Two Rivers;

ზ ) The Organization Base of Jihad/Country of the Two Rivers;

თ ) The Organization Base of Jihad/Mesopotamia;

ი ) Tanzim Qa’idat Al-Jihad fi Bilad al-Rafidayn;

კ ) Tanzeem Qa’idat al Jihad/Bilad al Raafidaini;

ლ ) Jama'at Al-Tawhid Wa'al-Jihad;

მ ) JTJ;

ნ ) Islamic State of Iraq;

ო ) ISI;

პ ) al-Zarqawi network.

ჟ) Jabhat al Nusrah

რ) Jabhet al-Nusra

ს) Al-Nusrah Front

ტ) The Victory Front

უ) Al-Nusrah Front for the People of the Levant

ფ) Islamic State in Iraq and the Levant

 

18.10.04

( ცვლილებები

02.12.04

05.03.09

13.12.11

30.05.13 )