საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 20.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №66/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016586
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№66/ნ
2013 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმა პლანშეტი 1; 2; 3; 4; 5 და 6-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №158/ნ ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი
ზამთრის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის
პლანშეტი 1
მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი დათბუნებული სარჩულით, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით.
მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე.
თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.
მუქი ლურჯი ფერის კეპი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ნაცრისფერი ( მოვერცხლისფრო) ჰალსტუხი.
ვარიანტი 1.
ვარიანტი 2.
საგაზაფხულო ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის
პლანშეტი 2
ვარიანტი 1. მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, მუქი ლურჯი ფერის უსახელო ქურთუკი, ნაცრისფერი (მოვეცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით. ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. თეთრი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ვარიანტი 2. მუქი ლურჯი ფერის მოკლე მკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, მანდატურის გვარით.
ზამთრის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის
პლანშეტი 3
მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი დათბუნებული სარჩულით, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.
ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით.
თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით წელზე.
მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე.
მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.
მუქი ლურჯი ფერის ბერეტი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) შარფი.
ვარიანტი 1.
ვარიანტი 2.
გაზაფხულის ყოველდღიური ფორმა ქალისთვის
პლანშეტი 4
ვარიანტი 1. მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ნაცრისფერი (მოვეცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით წელზე, ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, მუქი ლურჯი ფერის უსახელო ქურთუკი, ნაცრისფერი (მოვეცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით, ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ვარიანტი 2. მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.
ყოველდღიური ზაფხულის ფორმა მამაკაცისათვის
პლანშეტი 5
ვარიანტი 1
მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ –საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ვარიანტი 2
ღია ნაცრისფერი მაისური (პოლო), მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.
ზაფხულის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის
პლანშეტი 6
ვარიანტი 1
მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით წელზე, ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ვარიანტი 2
ღია ნაცრისფერი მაისური (პოლო), მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.