შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” დებულებაში (დამტკიცებულია პარტნიორთა 28.12.2009 წლის კრების ოქმით და გამოქვეყნებულია 30.12.2009 წლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” № 264-265, დებულების 16.03.2011 წლის მდ გ ომარეობით რედაქცია გამოქვეყნებულია სსიპ `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” მეშვეობით) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების 12.24 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„12.24. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავის განხილვა შესაძლებელია როგორც შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით, რომელიმე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში არბიტრაჟი შესთავაზებს მხარეს დავის შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე გამოცხადდება სხდომაზე და არ განაცხადებს აცილებას, მაშინ არბიტრაჟი განიხილავს საქმეს, ხოლო თუ მოპასუხე უარს განაცხადებს ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას და არ გამოცხადდება არბიტრაჟში, მაშინ არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს თავისი დადგენილებით დატოვებს განუხილველს, ხოლო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ შემოტანილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.”.
2. დებულების 12.25 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„12.25. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი შექმნილი არ არის, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ, საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 50%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები. იგივე წესი გამოიყენება საარბიტრაჟო განხილვის წარმოებით შეწყვეტის შემთხვევაში, გარდა დებულების 5.16 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.”.
3. ცვლილებები ძალაში შევიდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2013.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 11.06.2013. მიმღები ორგანო — შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, №0, 11.06.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1942349/