თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.11.2012
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №209
2013 წლის 12 ივნისი
ქ. ქუთაისი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის
დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 29 ნოემბრის N171 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის
დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახური /შემდგომში სამსახური/ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით საკითხების გადაწყვეტას, ნარჩენების მართვის ორგანიზებას ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი N30 სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი.
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისაგან
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა.
2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების ორგანიზების ხელშეწყობა.
3. დაგვა – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში, კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი.
4. ქალაქ ქუთაისის დაგვა – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირების მიზნით, წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება.
5. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება.
6. ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ნარჩენების ტრანსპორტირების კოორდინირება.
7. დაგვა – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის რეგულირების მიზნით, წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება.
8. საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვების ნორმების დადგენის ან/და მასში ცვლილებების შეტანის მიზნით, პროექტის მომზადება და მერისათვის წარდგენა.
9. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.
10. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულებების გაფორმება, კანონით დადგენილი წესით.
11. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვა, გადამხდელთა ბაზის ფორმირება და სრულყოფა.
12. მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა და კონტროლი.
13. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციისა და პროფილაქტიკურ – სადეზინფექციო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და კოორდინირება.
14. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე და 1461 მუხლების, ასევე 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე.
15. შესაბამის სამსახურებთან ერთად, დარგის კომპეტენციას მიკუთვნებული მომსახურების ტარიფების თაობაზე, წინადადებებისა და პროექტების მომზადება.
16. სამსახურის საქმიანობის სფეროში შემავალი დარგების განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის /ინვესტიციების, კრედიტებისა და ა.შ./ მოზიდვისა და საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა.
17. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა, შესრულებული სამუშაოების მიღება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის დოკუმენტების მომზადება და მერისათვის წარდგენა.
18. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.
19. მიღებული კორესპონდენციების განხილვა და შესწავლა.
20. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლება – მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა. მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ. მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
გ. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
დ. მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე. მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
ვ. ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ზ. დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა. პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;
ბ. კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ. ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ. წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
ე. მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე /www.kutaisi.gov.ge/ განთავსების მიზნით;
ვ. დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მერიის შინაგანაწესი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა. პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ. ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
გ. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ. ახორციელებს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვას და შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე. ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ვ. ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
ზ. შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;
თ. წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, შემდგომი რეაგირების მიზნით;
ი. წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების თაობაზე;
კ. ამზადებს სამსახურის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების პროექტებს და წარუდგენს მერს შემდგომი რეაგირებისათვის;
ლ. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა. დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ. ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ. მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ. ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა. შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ. შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ. იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ. შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობათა დასახელება, სამუშაოთა აღწერილობები და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრისა“ და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის – დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის
ბეჭდის ნ ი მ უ შ ი