თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №207
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №207
2013 წლის 12 ივნისი
ქ. ქუთაისი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი
დანართი №1
ქალაქ ქუთაისის მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. აუდიტისა და კონტროლის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნას და განკარგვას;
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონის“, „საქართველოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად;
4. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე და თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან;
5. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო;
6. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;
7. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №35, სახელწოდების აღნიშვნით;
8. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
9. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი;
10. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი № 3.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, შიდა აუდიტის განყოფილების, ანალიტიკური განყოფილების, მონიტორინგის განყოფილების, კონტროლის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის მიზნები და ფუნქციები
1. ქუთაისის მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება.
2. რეკომენდაციების წარდგენა მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
3. შესაბამის შემთხვევებში, მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი.
4. ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობისა და სიზუსტის შეფასება.
5. საარქივო მასალების, საქმისწარმოების დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციების ადეკვატურად დაცულობის შეფასება.
6. სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, რესურსების ხარჯვის, გამოყენების კანონიერების დაცვის, მიზნობრიობის, ეკონომიურობისა და შედეგიანობის შესწავლა და ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
7. სამსახურებრივი გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება და სათანადო დასკვნების წარდგენა.
8. საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
9. მერიის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
10. სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
11. მერის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება
1. დაკისრებულ ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით.
2. რისკების შეფასების საფუძველზე, სამსახური ამზადებს სტრატეგიული და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს დასამტკიცებლად. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებას. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს დასამტკიცებლად.
3. სამსახურის უფროსი საჭიროების შემთხვევაში, აყენებს წინადადებას მერის წინაშე, არაგეგმური შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე.
4. სამსახურის უფროსი ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება.
5. შიდა აუდიტი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციებისა და დამტკიცებული ინსტრუქციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს სამსახურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მერის დავალება.
7. სამსახურის უფროსის მიერ შემუშავებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება შიდა აუდიტის ობიექტი, შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა, რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა და სხვა.
8. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს:
ა) თემატური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ოპერაციული აუდიტი;
დ) ეფექტიანობის აუდიტი;
ე) ფინანსური აუდიტი.
9. შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შესახებ საკუთარ აზრს, გაცნობიდან არაუმეტეს 3 დღისა, წარმოადგენს შიდა აუდიტის ობიექტი, რის შემდეგაც სამსახურის უფროსი აყალიბებს საბოლოო სახით შიდა აუდიტორულ ანგარიშს და წარუდგენს მერს.
შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის შესაბამისად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია.
10. სამსახურის უფროსი წარუდგენს მერს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს.
11. კანონიებების დაცვის მონიტორინგს სამსახური ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალების, სატელეფონო „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციების საფუძველზე.
12. მონიტორინგი ხორციელდება აგრეთვე აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შიდა აუდიტის ობიექტის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მეშვეობით.
13. შიდა აუდიტის ობიექტების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დგება დასკვნა, რომელიც გაეცნობა შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელს და წარედგინება მერს.
14. სამსახურის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს მერს შესაბამისი რეაგირების მიზნით.
15. მონიტორინგისა და შიდა აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძვლად.
16. შიდა აუდიტის ობიექტი ვალდებულია შიდა აუდიტის ან)და მონიტორინგის განხორციელების პროცესში წერილობით და ზეპირი ფორმით სამსახურს წარუდგინოს ახსნა-განმარტება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური უფლებამოსილია:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება მერიის სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე ქალაქ ქუთაისის მერიის იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ქალაქ ქუთაისის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები;
გ) მონიტორინგისა და შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
დ) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, მოითხოვოს შესაბამისი იურიდიული პირებისათვის ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების დაკვეთა;
ვ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა აუცილებელი ქმედებები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის განყოფილების ფუნქციები
1. შიდა აუდიტის განყოფილება:
შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია:
ა) შიდა აუდიტის ობიექტების ფუნქციონირებაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციის ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება, მათი ფუნქციონირებისა და მათ საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა;
გ) ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან;
დ) საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი;
ე) პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს არასწორი მართვით, დაუსაბუთებელი ხარჯვისა და არაეფექტური, არაეკონომიური გამოყენებით, ასევე არამართლზომიერი და არამიზნობრივი ხარჯვით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის უფროსს;
ზ) რეკომენდაციების შემუშავება ანალიტიკურ განყოფილებასთან ერთად;
თ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან.
2. ანალიტიკური განყოფილება:
ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციების განხორციელებისას გამოვლენილ შედეგებზე რეაგირების მიზნით, შესაბამის განყოფილებასთან ერთად რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;
ბ) მონიტორინგის განყოფილების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად რეაგირების მიზნით, რეკომენდაციების და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
გ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება;
დ) სამსახურის საქმიანობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ე) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან.
3. მონიტორინგის განყოფილება:
მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) შიდა აუდიტის ობიექტებში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
გ) შიდა აუდიტის ობიექტში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი;
დ) შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
ე) შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ანალიტიკურ განყოფილებასთან ერთად შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;
ვ) სამსახურის ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის უფროსს;
თ) სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მერიის შესაბამისი ერთეულების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
ი) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან.
4. კონტროლის განყოფილება:
კონტროლის განყოფილების ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა მიერ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების, შინაგანაწესის, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დაცვისა და შესრულების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მერის ინფორმირება;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დაცვის უზრუნველყოფა;
გ) საკონსულტაციო-მეთოდური დახმარების გაწევა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებისათვის, საქმისწარმოების წესების დაცვის საკითხებზე;
დ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და იურიდიული პირების მომართვების ელექტრონული პროგრამების ბაზებში განთავსება, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ანგარიშების მომზადება;
ე) ქალაქ ქუთაისის მერიის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამების ბაზების ადმინისტრირება, დადგენილი წესით;
ვ) ქალაქ ქუთაისის მერის მიერ სამუშაო თათბირებსა და შეხვედრებზე გაცემული დავალებების აღრიცხვის, შემსრულებლამდე დაყვანისა და შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) ქალაქ ქუთაისის მერის თათბირის ოქმების გაფორმება, რეგისტრაცია და დადგენილი წესით შენახვა;
თ) ქალაქ ქუთაისის მერის მოსახლეობასთან გასვლით და შიდა შეხვედრებზე, ასევე ღია ეთერში დასმული ზეპირი და წერილობითი თხოვნების, წინადადებებისა და საჩივრების სისტემატიზაცია, რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის გადაცემა და შესრულების თაობაზე, სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მომზადება;
ი) ქალაქ ქუთაისის მერიის მოსამსახურეთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების კონტროლი, მათ შორის, ელექტრონული დაშვებისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების გამოყენებით;
კ) მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა;
ლ) ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირესა და მუშა ჯგუფის წევრების რაოდენობას;
დ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მერს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ე) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ზ) მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის ობიექტისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას;
თ) პასუხს აგებს სამსახურის ქონების დაცვასა და ჯეროვნად გამოყენებაზე;
ი) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
კ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების ფარგლებს, აძლევს მას შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
ლ) დადგენილი წესით მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, სავალდებულო მითითებებს;
ნ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;
ო) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
პ) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას და ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა. დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ. ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ. მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ. ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა. შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ. შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ. იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ. შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
მუხლი 9🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.
მუხლი 10🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის – აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ბეჭდის
ნ ი მ უ შ ი