⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2014)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურულიერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №204
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,281 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
14.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურულიერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №204 2013 წლის 12 ივნისი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.                  (დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად. (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა      სამსახურის  დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  სამსახური  არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი  ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალაქში სოციალური საკითხებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  უფლებების განხორციელების ხელშეწყობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობ­რივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა  და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად  ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო. 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №14 სახელწოდების აღნიშვნით; 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, ნინოშვილის ქუჩა №61. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა  და დარგის სპეციალისტებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა; 2. სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადება და განხორციელება; 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და  ლტოლვილთა განსახლების  სამინისტროს  მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 4. უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; 5. თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციის წარმოება; 6. რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 7. ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებისას, კანონით განსაზ­ღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემების სამინისტ­როსა და სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ ინფორმაციის შეთავსება სააგენტოს მიერ წარმოებულ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან, დადგენილი წესით, ფორმით და პერიოდულობით; 8. სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  განხორციელების უზრუნველყოფა; 9. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; 10. სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველთა იდენტიფიცირ­ების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 11. სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კომპეტენციის ფარგლებში; 12. სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; 13. ქალაქის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა  აღრიცხვა-რეგისტრაციის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა კანონით დადგენილი დახმარებებისა და შეღავათების მიღების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 15. იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრებელი ფართის მოძიებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 16. იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 17. იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; 18. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; 19. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; 20. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა; 21. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოამზადოს წინადადებები ქალაქში  სოციალური სფეროს  გაუმჯობესებისა  და საქმიანობის ახალი ფორმების დანერგვის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ითანამშრომლოს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, ჯანდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით;  გ) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; დ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;  ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; თ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს  საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ი) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე; ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ­3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვა­დასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ)  შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. დანართი №2 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი