⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2014)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,612 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
14.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №201 2013 წლის 12 ივნისი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.                 (დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად. (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი დანართი № 1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური  არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში ადგილობრივ თვითმმართველობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების  ხელშეწყობას; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობ­რივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და, მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად; 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე; 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო; 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით; 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №34 სახელწოდების აღნიშვნით; 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; 8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი; 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, სპორტის განყოფილების, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორ­ციელების ხელშეწყობა; 2. თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის სპორტისა და ახლგაზრდობის პოტენციალის ამოქმედება, მათი სოციალიზაცია, აღზრდა-განათლება. ახალგაზრდების სოციალური, კულტურული, სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა. საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ინტენსიური მონაწილეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; 3. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სპორტის განვითარების ხელშეწ­ყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 4. სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; 5. სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 6. საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთ­ობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 7. მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება; 8. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; 9.  საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 10. სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; 11. სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით; 12. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართ­ვე­ლობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველ­ყოფა; 13. ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში; 14. ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში; 15. ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელ­მწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორ­ციელ­ების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 16. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა; 17. ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 18. მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; 19. კულტურის დარგის მოღვა­წე­ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთი­ერთობა, მათი საქმიანო­ბისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 20. მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობ­ების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა; 21. ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;  22. სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწ­ვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით; 23. ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; 24. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; 25. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა; 26. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები 1. სპორტის განყოფილების ფუნქციებია: ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სპორტის განვითარების ხელშეწ­ყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთ­ობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და რეალიზება; ვ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ზ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; თ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ი) სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, კანონით დადგენილი წესით. 2. ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში ადგილობრივი თვითმმართ­ვე­ლობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველ­ყოფა; ბ) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების ინტერესების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში; ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელ­მწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორ­ციელ­ების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა; ე) ახალგაზრდა მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა და ახალგაზრდობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; ზ) კულტურის დარგის მოღვა­წე­ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთი­ერთობა, მათი საქმიანო­ბისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; თ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობ­ების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა და განხორციელების ხელშეწყობა; ი) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა და საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;  კ) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწ­ვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით; ლ) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი, მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; მუხლი 5🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს  საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ზ) დადგენილი წესით, განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე; ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;  ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;  ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ­3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს   მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვა­დასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ)  შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით. მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. დანართი №2 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი