⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2014)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №196
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,431 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
14.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №196 2013 წლის 12 ივნისი ქ.ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად. (დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად. (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №79 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის საქმიანობის საორგანიზაციო, დოკუმენტირების, ბუღალტრული აღრიცხვის, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განვითარების, საინფორმაციო და სამართლებრივ უზრუნველყოფას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც  ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო. 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №1 სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი. 8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან. 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება; ბ) სამართლებრივ საკითხთა განყოფილება; გ) საერთაშორისო პროექტების განყოფილება; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ე) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება; ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიური განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. ხელს უწყობს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; 2. უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების ეფექტიანი ფორმების დანერგვას; 3. უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიურ ჩართვას ქალაქის მართვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, შესრულებისა და მონიტო­რინგის პროცესში; 4. შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის თაობაზე; 5. უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას, კანონით დადგენილი წესით; 6. ხელს უწყობს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს პრეზიდენ­ტის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების თანახმად, იღებს, რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს მერიაში მიღებულ კორესპონდენციებს, სამართლებრივ აქტებს, ახორციელებს მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო-დოკუმენტურ გაფორმებას, მისი დამუშავების ორგანიზებასა და დანიშნულებისამებრ წარდგენას; 8. უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირების მიერ თათბირებისა და შეხვედრების ჩატარების, მოქალაქეთა მიღების, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების ორგანიზებას კომპეტენციის ფარგლებში; 9. უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამართლებრივ, საგარეო და საბუღალტრო მომსახურებას, კომპეტენციის ფარგლებში; 10. აწარმოებს მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების, საკადრო დოკუმენტების (პირადი საქმეების) გაფორმებასა და აღრიცხვას; 11. ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველ­ობის ოფიციალური ვებ–გვერდის (www.kutaisi.gov.ge) საინფორმაციო და კონცეპტუალურ განვითარებას; 12. ამზადებს ინფორმაციებს იმერეთის ვებპორტალზე (www.imereti.ge) განთავსების მიზნით; 13. უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის უწყებათაშორისი კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირებას. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები 1. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება: ა) აწარმოებს საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, საკასო და საბანკო ოპერაციებს, საბუღალტრო ანგარიშგებასა და ბალანსების შედგენას, ანალიზს, სინთეზურ და ანალიტიკურ აღრიცხვიანობას; ბ) არსებული ნორმატივების თანახმად, გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მათი თანამშრომლების საბუღალტრო მომსახურებას; გ) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საბიუჯეტო ორგანიზაციების) თვითმმართველობა) ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუ­მენტები) მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას; დ) უზრუნველყოფს ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დანიშნულებით გამოყენებას; ე) უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან მიღებული მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვას; ვ) უზრუნველყოფს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ანგარიშსწორების სრულ და თავისდროულ აღრიცხვას; ზ) მონაწილეობას იღებს არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა )ვალდებულებების) და სხვა დებიტორული )კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვას; თ) აწარმოებს ფინანსურ ანგარიშგებას დადგენილ ვადებში, დამტკიცებული ფორმით; ი) ინახავს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს დადგენილი წესით და აბარებს არქივში; კ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში; ლ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 2.  სამართლებრივ საკითხთა განყოფილება: ა) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) ამზადებს და დაურთავს სამართლებრივ დასკვნას მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე,  საკრებულოში წარსადგენ პროექტებს; გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსახილველ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით; დ) უწევს კონსულტაციებს მერიის თანამდებობის პირებს, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს; ე) ამზადებს წერილობით ინფორმაციას ახალი კანონის მიღების ან/და მოქმედ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და წარმოადგენს წინადადებებს სამუშაო პროცესის მარეგულირებელ დოკუმენტებში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში; ვ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს; თ) იცავს ქალაქ ქუთაისის მერიის ინტერესებს სასამართლოში. 3. საერთაშორისო პროექტების განყოფილება: ა) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებისა და ამ ორგანოებიდან საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ოფიციალური დელეგაციების საპროტოკოლო მომსახურებას; ბ) ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებისათვის საჭირო დოკუმენტების გაფორმებაში; გ) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, კომპეტენციის ფარგლებში; დ) უზრუნველყოფს ოფიციალურ და სხვა შეხვედრებზე საუბრებისა და ოფიციალური დოკუმენტების თარგმნას, რომელთაც აფორმებს დადგენილი წესით; ე) ახორციელებს იმ ღონისძიებების (ეროვნული დღესასწაულები, აღლუმები, ჯილდოების გადაცემა და სხვა საცერემონიო ღონისძიებები) საპროტოკოლო უზრუნველყოფას, რომელშიც მონაწილეობენ თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები; ვ) კონსულტაციებს უწევს და ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლების ინფორმირებას, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ გამგზავრებასთან, გადაადგილებასთან და მათ უფლებებთან  დაკავშირებულ საკითხებზე; ზ) ახორციელებს თვათმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების საერთაშორისო მნიშვნელობის საჯარო გამოსვლების  საპროტო­კოლო უზრუნველყოფას;  თ) უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საზღვარგარ­ეთის ქვეყნების ქალაქებთან, საერთა­შორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან უცხოეთში, საქართვე­ლოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დაძმობილებულ ქალაქებთან და ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას; ი) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაცი­ების საქმიანობის კოორდინაციას ქალაქის ინტერესებისა და არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით; კ) უზრუნველყოფს საერთაშორისო პროგრამებისა და საგრანტო კონკურსებისათვის პროექტების მომზადებას; ლ) თანამშრომლობს ქალაქ ქუთაისში მოქმედ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობების პროფილით მომუშავე ორგანიზაციებთან; მ) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს დასავლეთევროპულ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენები) და სხვა ენებზე  მაღალკვალიფიციურად; ნ) თარგმნის და ამზადებს ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური პოლილინგვისტური ვებგვერდის) www.kutaisi.gov.ge) შესაქმნელად; ო) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში; პ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება: ა) ამზადებს წინადადებებს და უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების ეფექტიანი ფორმების დანერგვას; ბ) ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიისა და მისი ხელმძღვანელობის პოზიტიური იმიჯის ფორმირების ხელშეწყობას; გ) ამზადებს წინადადებებს და პროექტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ღონისძიებების ჩატარების მიზნით; დ) ორგანიზებას უკეთებს ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობას სტუმრებისა და ექსპერტების სტატუსით ტელე-რადიო გადაცემებში; ე) ამზადებს ტექსტურ მასალებს პრესაში გასავრცელებლად; ვ) ორგანიზებას უკეთებს პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების  მოწყობას; ზ) ამზადებს ტექსტურ მასალებს ქალაქ ქუთაისის მერიის ხელმძღვანელობის  საჯარო გამოსვლებისათვის (ინტერვიუები, ბრიფინგები, პრესკონფერენციები); თ) ამუშავებს ცალკეული სპეცღონისძიებების პროექტებს და ორგანიზებას უკეთებს მათ; ი) ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებს: პრესტურები, ღია კარის დღეები, „მრგვალი მაგიდა“ და სხვა; კ) ქმნის აუდიო-ვიდეო მასალებს, ამზადებს აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებს; ლ) ამუშავებს ტელე-რადიო პროგრამების, ბეჭდური გამოცემების (წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბიულეტენების, ჟურნალების, გაზეთებისა და ა.შ.) პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალაქ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანების გადაჭრას; მ) ავრცელებს ინფორმაციებს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტირებას; ნ) ამზადებს პრესრელიზებს ქალაქ ქუთაისის მერიის დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ; ო) ახორციელებს ოპერატიულ კავშირს ქუთაისის მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მათი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით; პ) ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, ქმნის საინფორმაციო ბაზას; ჟ) კონსულტაციას უწევს და რეკომენდაციებს ამზადებს თანამდებობის პირებისათვის საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; რ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასმედიის საშუალებებთან, ზრუნავს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მერიის საქმიანობასა და სამომავლო პერპექტივებზე; ს) ამზადებს წინადადებებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებასთან დაკავშირებით, აგროვებს სისტემატიზებულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამიზნე ჯგუფების, ქალაქის მოსახლეობის მოსაზრებების, მოთხოვნებისა და საჭიროების შესახებ, რომელთა უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს ქუთაისის მერიის ფუნქციონირების დადებითი და უარყოფითი ასპექტები; ტ) ხელს უწყობს მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების აქტიურ ჩართვას ქალაქის მართვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში; უ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების ფორმირებასა და ხელშეწყობას; ფ) ამზადებს წინადადებებს კრიზისული სიტუაციების პრევენციისა და მართვის თაობაზე; ქ) ხელს უწყობს შიდაკორპორატიული ურთიერთობების ფორმირებას; ღ) ამზადებს წინადადებებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების თაობაზე; ყ) აგროვებს ინფორმაციებს ქალაქ ქუთაისის მერიის საქმიანობის შესახებ, ქუთაისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსების მიზნით; შ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 5. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება: ა) ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად; კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება; ბ) ქალაქ ქუთაისის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; გ) ქალაქ ქუთაისის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; საპენსიოდ საბუთების გაფორმება წელთა ნამსახურობის მიხედვით; დ) ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ე) ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია; ვ) ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, პერიოდული ანალიზი და შეფასება; ზ) ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება; თ) ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება კომპეტენციის ფარგლებში; ი) ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; კ) ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ლ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა დახმარების პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; მ) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; ნ) შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება; ო) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; პ) წინადადებების მომზადება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების თაობაზე; რ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 6. საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული და ორგტექნიკის გამართულ მუშაობას; ბ) უზრუნველყოფს მერიაში დანერგილი ელექტრონული პროგრამების გამართულ მუშაობას; გ) ამზადებს წინადადებებს ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით; დ) ამზადებს ელექტრონულ საშვებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად და გადაცემს თანამშრომელს; ე) აწარმოებს გაცემული ინდივიდუალური მუდმივი მოხმარების ელექტრონული საშვების სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციას და უზრუნველყოფს საშვის მიღებაზე სარეგისტრაციო ჟურნალში თანამშრომლის ხელმოწერის დაფიქსირებას; ვ) უზრუნველყოფს საერთო ერთჯერადი მოხმარების ელექტრონული საშვების აღრიცხვას და  გადასცემს საშვების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს; ზ) უზრუნველყოფს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის გამართულ მუშაობას; თ) ახდენს ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის (www.kutaisi.gov.ge)  ადმინისტრირებას; ი) ასრულებს IT ადმინისტრატორის ფუნქციებს; კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციების მიწოდებას დადგენილ ვადებში; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. მუხლი 5🔗. სამსახურის  უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს საჭირო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; გ) მოამზადოს წინადადებები აპარატის წლიური ხარჯების თაობაზე და, აუცილებ­ლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მერიის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან. 2. სამსახური  ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციები; გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის განყოფილებების მუშაობას და სამსახურის  თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის  წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე; ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, სამსახურის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის დაცვით ქალაქ ქუთაისის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე წინადადებები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დადგენილი წესით ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობები; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იმუშაონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით. მუხლი 8🔗. სამსახურის  ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. დანართი №2 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის ნიმუში