თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №197
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.123.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 02.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №197
2013 წლის 12 ივნისი
ქ. ქუთაისი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
(დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
(დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №24 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტით, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, ქალაქ ქუთაისის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ქალაქ ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ზედამხედამხედველობას;
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად;
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე;
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო;
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №28 სახელწოდების აღნიშვნით;
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი;
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, უფროსის მოადგილის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;
2. თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
3. შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
4. შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
5. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
6. სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა;
7. სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებისა და ხელმოწერილი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან;
8. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების წარმოების დროულობისა და სისრულის მონიტორინგი;
9. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება;
10. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, კორექტირება და დასამტკიცებლად წარდგენა;
11. წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ღირებულებების დაზუსტება, შესყიდვის ფორმის შერჩევა და შერჩეული ფორმის შესაბამისი, დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად);
12. სატენდერო კომისიის აპარატის, სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებისათვის წინადადებების მომზადება და შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის სამსახურის წარმომადგენელთაგან, სატენდერო კომისიის აპარატის წევრობის კანდიდატურების წარდგენა; აპარატის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია.
13. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
14. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა. არქივის წარმოება;
15. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, შესაბამისი ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციების წარდგინების საფუძველზე წინადადებებისა და ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
16. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
17. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვასა ან/და განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტების (ინფორმაციის) გამოთხოვა;
18. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მერიის შესაბამის მოსამსახურეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით სასწავლო ღონისძიებების მოწყობა;
19. სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა;
20. ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
21. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
22. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა;
23. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განყოფილების ფუნქციები
მატერიალურ-
ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესყიდვების ორგანიზებას და დოკუმენტურ უზრუნველყოფას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) ყოველი წლის ბოლოს, მერის ბრძანების საფუძველზე მონაწილეობს ინვენტარიზაციის ჩატარებასა და საინვენტარო უწყისის შედგენაში;
გ) აწარმოებს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მწყობრიდან გამოსული ინვენტარის არსებული წესით ჩამოწერას;
დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ელექტრონული და საკომუნიკაციო სისტემების მოვლა–პატრონობას, სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობის დაცვით ღონისძიებებს;
ე) უზრუნველყოფს მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშსწორებო დოკუმენტების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და შესყიდული პროდუქციის გადაცემას მოთხოვნის შესაბამისად;
ვ) აწესრიგებს საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების სამუშაო პირობებს, უზრუნველყოფს მათი მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკისა და ინვენტარის მიწოდებას;
ზ) უზრუნველყოფს კვარტალური ვალდებულებების მომზადებას და საფინანსო სამსახურში რეგისტრირებას;
თ) ახდენს ოფიციალური დელეგაციებისა და საპატიო სტუმრების მიღებების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი) ამუშავებს გეგმებს და ადგენს ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებითი სამუშაოების ყოველწლიურ ჩამონათვალს, ამზადებს წინადადებებს საპროექტო ორგანიზაციისათვის შესაბამისი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად, უზრუნველყოფს სამუშაოთა ორგანიზებას;
კ) ადგენს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების სქემებს და აწესრიგებს პარკირების პროცესს;
ლ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის პერსონალური სამომსახურეო ავტომანქანების ტექნიკურ გამართულობას, ამარაგებს საწვავ-საცხები მასალებითა და ავტოსათადარიგო ნაწილებით;
მ) უზრუნველყოფს სამეურნეო-ტექნიკური პერსონალის მუშაობის ორგანიზებას;
ნ) განიხილავს და შეისწავლის მიღებულ კორესპონდენციას კომპეტენციის ფარგლებში;
ო) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით.
ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში.
გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში.
დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში.
ე) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში.
ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.
ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე (
www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.
მუხლი 6🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
მუხლი 8🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბეჭდის
ნ ი მ უ შ ი