⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №203
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,361 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
14.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ   თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №203 2013 წლის 12 ივნისი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.                 (დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად. (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №242 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი დანართი № 1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური  არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი  ქალაქის - ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალაქში ჯანმრთელობის დაცვის  საკითხების განხორციელების ხელშეწყობას; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობ­რივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და, მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა  და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად; 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე; 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად,  ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო; 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით; 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №33, სახელწოდების აღნიშვნით; 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; 8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი; 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, ნინოშვილის ქუჩა №61. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა  და დარგის სპეციალისტებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის  ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა; 2. თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მცხოვრებთათვის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება; 3. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზება და მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში; 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების  მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 5. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  განხორციელების უზრუნველყოფა; 6. მოსახლეობისათვის აუცილებელი, კვალიფიციური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; 7. ქალაქში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შეთანხმებული, კოორდინირ­ებული ფუნქციონირების ხელშეწყობა; 8. ადგილობრივი სამედიცინო პროგრამების შემუშავება და სამედიცინო დაწესებულ­ებებში განხორციელება; 9. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავადობის სტრუქტურის დადგენა და ავადობის ანალიზი; 10. სახელმწიფო და ადგილობრივი ჯანდაცვითი პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; 11. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებ­ულ­ებ­ებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; 12. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებ­ულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 13. ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზა­ციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 14. ქალაქში განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარ­იული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; 15. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნო­პროფილ­­აქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; 16. პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროების შემთხვევაში; 17. ქალაქის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; 18. მოსახლეობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელ­ობი­სათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 19. სახელმწიფო და ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის  პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; 20. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში  საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; 21. შესაბამისი სამინისტროსა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა. 22. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; 23. მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა; 24. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს წინადადებები ქალაქში ჯანმრთელობის დაცვის  სფეროს რეორგანიზაციისა და საქმიანობის ახალი ფორმების დანერგვის თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ითანამშრომლოს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ჯანდაცვის  საკითხებთან დაკავშირებით;  გ) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; დ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;  ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; თ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს  საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ი) დადგენილი წესით, განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე; ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;   ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ­3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვა­დასხვა ტექნიკური საშუალებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ)  შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იზრუნონ თავიანთი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. დანართი № 2 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი