თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №205
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.123.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 02.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №205
2013 წლის 12 ივნისი
ქ. ქუთაისი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
(დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის № 13 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –
ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელს უწყობს ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური პროგრამების პროექტების შემუშავებასა და ქალაქისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად;
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე;
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო;
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №6, სახელწოდების აღნიშვნით;
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი;
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის და დარგის სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;
2. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფა, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური გავითარების სტრატეგიული პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მისაღები შედეგების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
4. საბიუჯეტო პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება, ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში;
5. ინვესტიციების მოზიდვა;
6. საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში;
7. განხორციელებული ინვესტიციებისა და გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, კანონით დადგენილი წესით, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი;
8. დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზების მიზნით, საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშება, რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
9. ადგილობრივ საბიუჯეტო საკითხებზე – ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებების მომზადება;
10. თვითმმართველი ერთეულის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
12. ქალაქ ქუთაისის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
13. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების, ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება, კომპეტენციის ფარგლებში;
14. ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა; ეკონომიკური, ბიზნესისა და მეგობრული კავშირების მხარდაჭერა;
15. საერთაშორისო და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, ხელშეკრულების და კონტრაქტების პროექტების ექსპერტიზა და მომზადება;
16. არსებული საკანონმდებლო ბაზის მიხედვით წერტილოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში;
17. ქალაქში წარმოებული პროდუქციის (მომსახურებისათვის სპეციალიზებული გამოფენების, პრეზენტაციების, სიმპოზიუმებისა და სხვა) სარეკლამო ღონისძიებების ჩატარების სტიმულირება. საერთაშორისო გამოფენებში, ბაზრობებში, სემინარებსა და აუქციონებში მონაწილეობის აქტიური მხარდაჭერა;
18. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სახალხო მოხმარების საქონლის შექმნის, დანერგვის და მიწოდების მიზნით ორგანიზაციებისათვის, საწარმოებისათვის და კერძო პირთათვის საზღვარგარეთ საქმიანი პარტნიორების მოძებნა და კონტაქტების დამყარება;
19. ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ახალი ფორმების შექმნის, გაფართოების და გაღრმავების ხელშეწყობა დაძმობილებულ ქალაქებთან. მათთან ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება. ერთობლივი საწარმოების და სხვა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმების დამკვიდრება;
20. ქალაქის სამეწარმეო პოტენციალის გათვალისწინებით შიდა და საგარეო ბაზარზე ორიეტირებული ბიზნეს-გეგმების შექმნისა და რეალიზაციის მხარდაჭერა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის;
21. ინვესტორებთან ურთიერთობის კოორდინაცია, ხელშემწყობი პროექტების შემუშავება, ინვესტორებისათვის ქალაქ ქუთაისის ბიზნეს-პორტალის შექმნა და ადვოკატირება.
22. ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავება;
23. ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის (ტურისტული პროდუქტის კვლევის მარკეტინგისა და მენეჯმენტის) სფეროში მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება აღნიშნულ სფეროში დასაქმების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
24. ტურიზმის ხელშეწყობა საქართველოში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისა და ქართული ბიზნეს-გარემოს უკეთ გაცნობისათვის;
25. ქალაქში ტურიზმის განვითარების გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების კომპლექსური პროგრამის შექმნა და განხორციელების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
26. უცხოეთში მცხოვრებ ქართველ დიასპორასთან ეკონომიკური ურთიერთობის დარბაზის (ცენტრის) შექმნა და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისა და საჭირო ინვესტირების საკითხების გადაწყვეტაში;
27. ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ბიზნესკომუნიკაციების განვითარება; საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის მხარდაჭერა, ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
28. ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა;
29. ქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამის შექმნა და განხორციელება.
30. მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება საკანონმდებლო, სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში;
31. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირება;
32. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
33. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა;
34. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის დავალებების შესრულება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –
ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის ბეჭდის
ნ ი მ უ შ ი