⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,087 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
10.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №206 2013 წლის 12 ივნისი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –  სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.                 (დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად. (დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის   №238 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული  ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის  დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს სახანძრო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას, ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს და ახდენს სახანძრო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ხელშეწყობას, ატარებს სამაშველო სამუშაოებს ქალაქ ქუთაისის საზღვრებში; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესით; 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერისა და სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო  სიტუაციასთან დაკავშირებული სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების წინაშე; 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ამტკიცებს, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ქალაქ ქუთაისის საკრებულო; 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით; 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №10 სახელწოდების აღნიშვნით; 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; 8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი; 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, ვარლამიშვილის ქუჩა № 2. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, მოადგილის, განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან. 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება; ბ)  უსაფრთხოების განყოფილება; გ) ლოჯისტიკის განყოფილება: გ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფი; გ.ბ) სატრანსპორტო უზრუნველყოფის ჯგუფი; დ) სახანძრო–სამაშველო ოპერატიული განყოფილება – №1, №2, №3 სახანძრო ნაწილი. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო საქმიანობისათვის ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა; 2. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სახანძრო უსაფრთხოების  პრევენციისა და  სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად; 3. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენების ოპერატიული ხელმძღვანელობა, კომპეტენციის ფარგლებში; 4. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედვე­ლ­ობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება, კანონით დადგენილი წესით; 5. სავალდებულო მიწერილობების გაცემა ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედ­ველ­ობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად; 6. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი იმ ორგანიზაცია-დაწესებულებ­ებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; 7. სახანძრო და სამაშველო  სიტუაციებში მოსალოდნელი ზარალის შემცირების, ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებათა კომპლექსური გეგმის შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში; 8. დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის დაცვის უზრუნველყოფა, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების დონის ამაღლება და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში; 9. სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით; 10. ხანძრის თავიდან აცილების მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის რეკომენდაციებისა და მითითებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; 11. უწყებების, წარმოება–დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისა და მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე; 12. სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირება, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; 13. სამაშველო, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება და მერისათვის წარდგენა; 14. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვე­ვების ან მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებ­არ­ებული ობიექტების ექსპლუატაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება, კანონით დადგენილი წესით; 15. ხანძრის ან საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; 16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივ და საერთაშო­რისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში; 17. აუცილებლობის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სიტუაციების საქართველოს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა და ერთიანი სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა; 18. სამაშველო  სიტუაციების პრევენციისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით (თუ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები და საშუალებები არ არის საკმარისი), წინადადებების მომზადება ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან თანამშრომლობისათვის, კანონით დადგენილი წესით; 19. ომისა და მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება,  თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით; 20. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მიწოდება სამაშველო და სახანძრო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის,  მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; 21. აუცილებლობიდან გამომდინარე, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მოსახლეობის ევაკუაციისა და საევაკუაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ; 22. მონაწილეობის მიღება ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ოპერაციებში „(საქართველოს კანონის ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ მე-12 მუხლის საფუძველზე); 23. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; 24. მიღებული კორესპონდენციების განხილვა და შესწავლა; 25. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები 1. ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება: ა) ქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ღამის საათებში შემოწმების ორგანიზება და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე სათანადო ზომების მიღება; გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; დ) ხანძრისაგან სახელმწიფო და მოქალაქეთა ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, სახანძრო პროფილაქტიკური სამუშაოების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებების გეგმების მოზადება. სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრების აღრიცხვა, შესწავლასა და ანალიზზე კონტროლის დაწესება; ე) ცეცხლმაქრების დამუხტვის, ცეცხლგამძლე ხსნარებით ხის კონსტრუქციების დამუშავებისა და სხვა ჩატარებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ვ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი კონტროლის ორგანიზება; ზ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში; თ) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა; ი) სამსახურის დანაყოფებში სახანძრო, სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი; კ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; ლ) დანაყოფებში სახანძრო დაცვის წესებისა და ნორმატივების სწავლების ორგანიზება; მ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ნ)  დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 2.  უსაფრთხოების განყოფილება: ა) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება; ბ) ქალაქში არსებული თავდაცვის ნაგებობების )თავშესაფრები, მართვის პუნქტები, რადიაციასაწინააღმდეგო საფრები, სარდაფები), ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის მდგომარეობის კონტროლი; გ) თავდაცვის ნაგებობების უკანონოდ მითვისების ან გასხვისების შემთხვევებში შესაბამისი ზომების მიღება; დ) დაცვითი ნაგებობების გამართულობასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ე) განყოფილების სამუშაო გეგმების შემუშავება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში; ვ) თავდაცვის საკითხებში ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის წინადადებების მომზადება; ზ) თავდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციების მომზადება; თ) ქალაქში არსებული თავდაცვის ნაგებობების ადგილმდებარეობის კატეგორიების მიხედ­ვით აღრიცხვა, მათი დაცვითი ხარისხის, მოსახლეობის ტევადობისა და მისამართების მითითებით; ი) ქალაქის მაშტაბით საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება; კ) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მომზადების ორგანიზება; 3. ლოჯისტიკის განყოფილება: ა) სახანძრო ავტომობილების, საავარიო-სამაშველო და სხვა მობილური ტექნიკის (მათ შორის: ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან დაბრუნებული) გათვლაში დროული ჩაყენების უზრუნველყოფა; ბ) საგანგებო სიტუაციების, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) დამხმარე და სპეცტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, საწვავ-საცხები მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება; დ) პირადი შემადგენლობის კავშირგაბმულობის  საშუალებებით უზრუნველყოფა; 4. სახანძრო-სამაშველო ოპერატიული განყოფილება; ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით; ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიურ უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე; თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ-ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება; ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი; ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელ­ების მხრიდან  ხანძრებისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება; მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 5🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ) საგანგებო სიტუაციებში ქალაქის ოპერატიულ სამსახურებთან კოორდინირებული მოქმედებების ურთიერთმოქმედების ინსტრუქციით განსაზღვრული წესების კორექტირება; გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებ­ლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს  საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. ი) იქონიოს ერთიანი სატელეფონო ნომერი; კ) იქონიოს სპეცტექნიკა სპეციალური ციმციმით და ხმოვანი სიგნალებით. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) იქონიოს ერთიანი სტანდარტული ფორმის ტანსაცმელი, განმანსხვავებელი ლოგოთი (ნარინჯისფერ ფონზე ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი ქუთაისის გერბით). დ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; ე) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ვ) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.kutaisi.gov.ge) განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე; ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;  ვ) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;  ზ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; თ) შეიმუშავებს და წარუდგენს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ი) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; კ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ­3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ქალაქ ქუთაისის მერის მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვა­დასხვა ტექნიკური საშუალებით; გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ)  შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იზრუნონ თავიანთი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებითა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით. მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. დანართი №2 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი