⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.10.2014)
გაუქმებულია:

დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 03.10.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 305 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
03.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №29 2013 წლის 12 ივნისი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლობას მიკუთვნებული განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელბას.  2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების", ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-17 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თანამდებობრივი რანგით უფროსი ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-14 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები  განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-5 თავით. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; დ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) ძეგლთა დაცვის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მუნიციპალური სტადიონების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების საქმიანობის ხელშეწყობას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრიდან. საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი