⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.10.2014)
გაუქმებულია:

დუშეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 12.06.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 03.10.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 407 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
03.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება            დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2013 წლის 12 ივნისი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის  სამსახური 1. მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებას, ასეთ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების", ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობების დასახელებები, აგრეთვე ამ თანამდებობების მიხედვით სამუშაოთა აღწერილობები განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით „გამგეობის საშტატო ნუსხისა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობების შესახებ“. სამსახურის მოხელეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები, საშტატო ნუსხის მიხედვით თანამდებობრივი სარგობი განისაზღვრება  საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-17 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თანამდებობრივი რანგით უფროსი ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების" მე-14 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) სამსახურის სამუშაო გეგმებით, აგრეთვე გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; გ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების,  ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის შესახებ სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; დ) საკრებულოს დადგენილებების  კოდიფიცირებას; ე) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან  ურთიერთობებისას საკრებულოსა და გამგეობისათვის სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ზ) სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობებისას მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას; თ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას; ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვას ფორმალური წარმოებით; კ)გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე; ლ) იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, რომელიც სასამართლოს განსჯადია, საქმეების გადაგზავნას შესაბამის სასამართლოში; მ) ადმინისტრაციული სამართალდაღვევების პრევენციის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია 2013 წლის 1 სექტემბრიდან.საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი