„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.027.016432
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №31

2013 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებით (სსმ III, 31/05/2010 წ.) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო დღე იწყება 09.00-დან 10.00 საათამდე  და სრულდება, შესაბამისად, 18.00-დან 19.00 საათამდე. სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტ დროს, პროფესიული საქმიანობის პირად ცხოვრებასთან უკეთესად შეთავსების მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვრავს თავად საჯარო მოხელე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.

3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13.00-დან 14.00 საათამდე ან 14.00-დან 15.00 საათამდე.

4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის ან სპეციალური საშვის გამოყენებით.“.

 

2. მე-6 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. მოსამსახურის შვებულება ფორმდება ბრძანებით.

2. შვებულების მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამსახურემ უნდა ისარგებლოს სამინისტროში მოქმედი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემით. მოსამსახურის მიერ ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში საჭირო ველების შევსების შემდეგ იქმნება შვებულების ბრძანების პროექტი, რომელიც დასადასტურებლად ეგზავნება უშუალო უფროსს და შემდეგ ხელმოსაწერად − ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, ბრძანების პროექტი პირდაპირ იგზავნება ხელმოსაწერად ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის შვებულების ბრძანების პროექტი ხელმოსაწერად იგზავნება მინისტრთან. შვებულების ბრძანების პროექტი უნდა მოიცავდეს მოსამსახურის სახელს, გვარს, შვებულების დაწყებისა და დასრულების თარიღებს, შვებულების სახესა და წელს, რომლიდანაც ხდება შვებულების გამოყენება. შვებულების ბრძანების პროექტი მოსამსახურემ უნდა გააგზავნოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე, ხოლო თუ შვებულების ხანგრძლივობა აღემატება 2 დღეს, მოსამსახურე შვებულების ბრძანების პროექტს აგზავნის 5 დღით ადრე შვებულების დაწყებამდე, გარდა ამ შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს გამოყენებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულება, მას მიეცემა შვებულება ანაზღაურების გარეშე კანონით დადგენილი წესით. ხელმოწერილი ბრძანება ინფორმაციისთვის იგზავნება გენერალურ ინსპექციასა და ეკონომიკურ დეპარტამენტში.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია, უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის და აღნიშნულის თაობაზე უარი დააფიქსიროს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველია, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ბრძანების პროექტის გაგზავნასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა.“.

 

3.    მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომელიც იქმნება სამინისტროში მოქმედი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. მოსამსახურის მიერ ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში  საჭირო ველების შევსების შემდეგ იქმნება მივლინების ბრძანების პროექტი, რომელიც დასადასტურებლად ეგზავნება უშუალო უფროსს და შემდეგ ხელმოსაწერად − ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, ბრძანების პროექტი პირდაპირ იგზავნება ხელმოსაწერად ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მივლინების ბრძანების პროექტი ხელმოსაწერად იგზავნება მინისტრთან.

2. მივლინების ბრძანებაში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღების, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე. მივლინების ხელმოწერილი ბრძანება ეგზავნება ეკონომიკურ დეპარტამენტსა და გენერალურ ინსპექციას.“.

 

4.    მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. თანამშრომელი სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის შესახებ (გარდა შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ვალდებულია, ელექტრონული ფორმით, ინტრანეტზე განთავსებული „ტაბელის“ მეშვეობით, აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. საპატიო მიზეზით სამსახურში რეგულარული დაგვიანების შემთხვევაში (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა და სხვ.), მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა“ (დანართი №5) მიზეზის მითითებით.

2. წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ოჯახის წევრის გარდაცვალება, თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია  და სხვ.) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდგომ, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, მოსამსახურე ავსებს „სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმას“ (დანართი №5) და 2 დღის ვადაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აწვდის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და გენერალურ ინსპექციას. ამ შემთხვევაში, მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 5 სამუშაო დღე, მაგრამ არაუმეტეს თვეში 2 სამუშაო დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ.“.

 

5. დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 17 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
📎 დანართები (1)
danarti-1.doc DOC

„დანართი №5

სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა

ეს ფორმა ივსება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში

|ვის |ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს |

|ვისგან |სახელი, გვარი: |

| |თანამდებობა: |

| |თარიღი: |

|სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნის სახეობა |

| * დამატებითი დღეები |

| |

|მიუთითეთ მიზეზი: |

| ავადმყოფობა (წარმოადგინეთ საავადმყოფო ფურცელი) |

| სხვა მიზეზი (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსი და სხვა) |

| |

|მიუთითეთ მიზეზი: |

|სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდი | |

|სამსახურებით დროებით გათავისუფლებულ დღეთა რაოდენობა | |

|სამსახურში დროებით არყოფნის პერიოდში მოხელის |სახელი, გვარი: |

|მოვალეობის შემსრულებელი | |

| |თანამდებობა: |

|უშუალო უფროსი ინფორმირებულია |სახელი, გვარი: |

| |თანამდებობა |

დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

* 5 სამუშაო დღე წელიწადში“