„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 17.01.2005, მუხ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადებისა და საფასურის შესახებ“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს კანონი აწესებს ვადებს და საფასურს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მომსახურების საფასურის განაკვეთებს, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. ამ კანონის მიზანია სააგენტოს მიერ საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა.“.
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საფასურის ცნება
საფასური არის პირის მიერ, ამ კანონით დადგენილი ოდენობით, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე სავალდებულო გადასახდელი.“.
4. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული ვადები და საფასურის განაკვეთები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური წესდება და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე.“.
5. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:
ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;
ბ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი;
გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი;
დ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;
ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;
ვ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება – დაუყოვნებლივ 5 ლარი.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;“;
ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 ლარი;“;
ბ.გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში:
ლ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი;
ლ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. დაჩქარებული მომსახურება
1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით:
ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;
ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 50 ლარი;
გ) მოძრავ ნივთზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;
დ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
ე) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი;
ვ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი;
ზ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლარი;
თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
ი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – დოკუმენტაციის შემოტანის დღეს – 10 ლარი.
2. ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე.“.
8. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ერთეული უფლების მიხედვით.“.
9. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და ვადები
საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება – ერთი სამუშაო დღის ვადაში;
გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლებების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, ასევე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია;
დ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;
ე) საჯარო დაწესებულება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის, გარდა ამონაწერის განახლებისა;
ვ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – 3 სამუშაო დღის ვადაში.“.
10. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) დაჩქარებული მომსახურება ვერ განხორციელდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიზეზით. ამ შემთხვევაში დაბრუნებას ექვემდებარება საფასურის სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 5 დეკემბერი.
№615–IIს