„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

             ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2013 წლის 13 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 111209010, 13/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016079) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პროგრამის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები

მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:

ა) მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტენსიული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა);

ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; მედიკამენტური მკურნალობა);

გ) მშობიარობა.“;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. მწვავე გადაუდებელი და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საანგარიშო წლის პერიოდში დაფინანსდება ერჯერადად და არ აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს.

2. მშობიარობის ხარჯი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

3. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია.“;

გ) პროგრამის მე-4  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები

1. ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები, 3-დან 60 წლის ჩათვლით იმ ბენეფიციარის მგზავრობის ღირებულება, რომელსაც ესაჭიროება საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურება, თუ მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი  მოქმედება განისაზღვროს 2013 წლის პირველ ივლისამდე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე