„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№446
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016818
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №446

2013 წლის 14 ივნისი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №319 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №319 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., №56, მუხ. 609)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“;

გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი  პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი