2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

მიღების თარიღი 24.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №79/ნ
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,514 სიტყვა · ~13 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
10 ჰუმანიტარული მეცნიერებანი
11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები
1004 ისტორია
1005 ფილოლოგია, ქართული ფილოლოგიის სპეციალიზაციით
1006 ფილოსოფია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კოდი მიმართულება
01 აგრარული მეცნიერებანი
0102 ვეტერინარია
03 განათლება
0302 მასწავლებლის განათლება
04 ინჟინერია
0405 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
0406 მშენებლობა
05 მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №79/ნ 2013 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ​6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის N66 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,2013-2014 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების ჩამონათვალი, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი დანართი 1 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი და პირობები (შემდგომში − წესი) ადგენს 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს. 2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს ამ მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის მიმართულებით დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პარამეტრები განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილებისა და ამ ადგილებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის უფლება მინიჭებული აბიტურიენტების საერთო რაოდენობის საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, თითოეულ ადგილზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის შესაბამისი თანხების მიმართვის საფუძველზე.  მუხლი 2🔗.  პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის  მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში: ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა; ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად; გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას; დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდა. მუხლი 3🔗. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები): ა) ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბ) ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; გ) ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დ) ა(ა)იპ აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი; ე) სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ვ) ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ზ) ა(ა)იპ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუხლი 4🔗. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი 1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტებში ამ ბრძანების დანართი 2-ით  განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების (შემდგომში − პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება)  დარგზე/სპეციალობაზე და რაოდენობების ფარგლებში ჩარიცხული  საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების (შემდგომში − სტუდენტი) სწავლის დასაფინანსებლად. 2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა აღემატებოდეს ამ ბრძანების დანართი-2-ით  განსაზღვრულ ოდენობას. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების  დარგზე/სპეციალობაზე  ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში. 4. უნივერსიტეტი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კარგავს პროგრამული დაფინანსების მიღების უფლებას თუ კანონმდებლობის შესაბამისად არ გამოსცემს პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს. 5. პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი აგრეთვე მოიპოვებს  კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში სტუდენტთა მობილობის განხორციელების შემთხვევაში. ამ ბრძანების დანართი 2-ით თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზემოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით გადასული სტუდენტების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. თუ პიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შედეგებს. 7. თუ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი თანაბარქულიანი სტუდენტი უნივერსიტეტი ვალდებულია  ჩაუტაროს ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ თანაბარქულიან სტუდენტებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. 8. მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია. მუხლი 5🔗. პროგრამული დაფინანსების ოდენობა 1. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტზე გასაცემ წლიურ დაფინანსებას,  წარმოადგენს 33750 (ოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, რომელიც უნივერსიტეტს მიეცემა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიდან 15-ის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთა ნებისმიერ რაოდენობაზე. ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად,  თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, 15 სტუდენტის შემდგომ ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე  უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად  გაიცემა 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. 2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების ოდენობაზე ადგილის/ადგილების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით გაიცემა, თითოეულ დამატებულ ადგილზე 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. 3. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი არ იანგარიშება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. მუხლი 6🔗. პროგრამული დაფინანსების მიღების შეზღუდვა 1. დაუშვებელია ერთმა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთმა და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების ფარგლებში  უნივერსიტეტისათვის დაფინანსების მიცემა.  2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება არ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. 3. უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას არ იანგარიშებიან ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი. მუხლი 7🔗. უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის დამტკიცება 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით უნივერსიტეტების მიერ რექტორის ერთიანი აქტის სამინისტროში წარდგენიდან 30 დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტებისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების დოკუმენტს, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს სამინისტრო ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ ინფორმაციას გადასცემენ სამინისტროს. 3. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის მიწოდებას შესაბამისი უნივერსიტეტებისათვის, ასევე გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მუხლი 8🔗. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება და პროგრამული დაფინანსების გადატანის შესაძლებლობა 1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროგრამული დაფინანსების მიღება არ ზღუდავს უნივერსიტეტს მიიღოს სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პროგრამული დაფინანსების პარალელურად სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების  გადატანა სხვა უნივერსიტეტში ან სხვა პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე. 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ  ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა. მუხლი 9🔗. პროგრამული დაფინანსების გაცემის დრო და უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია 1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად. ყოველსემესტრულად, პროგრამული დაფინანსების გადარიცხვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი წლებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიხედვით, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შექმნილ სიებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მითითებით. 2.  უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა. მუხლი 10🔗. პროგრამული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა 1. პროგრამული დაფინანსება უნივერსიტეტს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნარჩუნდება შემდეგი წესით: ა) პირველ ნოემბრამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/ შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი აპრილის შემდგომ; ბ) პირველ აპრილამდე,  თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/ შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი  ნოემბრის შემდგომ. 2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა. 3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსება განხორციელდება  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.  მუხლი 11🔗. პროგრამული დაფინანსების მიღების ფარგლებში უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები 1. უნივერსიტეტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგი შედეგების მიღწევაზე: ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება; ბ) შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა; გ) საუნივერსიტეტო მეცნიერების განსავითარებლად ახალი თაობების მომზადების ხელშეწყობა. 2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან  სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია შემდეგი სტრუქტურის მიხედვით: ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად; ბ)  პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობისა და მათი განათლების ხარისხის მოკლე ანალიზი, საპროგნოზო მაჩვენებლები და აღწერა; გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია სამინისტროს. 3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე პროგრამული დაფინანსების ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე და მოახდინონ საბოლოო ანგარიშგება. 4. უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის განსავითარებლად. 5. უნივერსიტეტი ვალდებულია პრიორიტეტული პროგრამული  მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსებით სტუდენტის ერთ ადგილზე გამოყოფილი თანხა გრანტის პროპორციული ოდენობით გამოიყენოს უნივერსიტეტის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის. მუხლი 12🔗. სამინისტროს უფლებამოსილება 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უნივერსიტეტების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისიას (შემდგომში − კომისია). 2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო.  მუხლი 13🔗. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შეფასება 1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტების მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს შუალედური და საბოლოო შეფასება. 2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შუალედური შეფასებები გამოიყენება, როგორც საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გაწეული ხარჯების განათლების ხარისხთან შესაბამისობისა და სტუდენტთა კონტინგენტის მონიტორინგის მიზნით ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება და გაანალიზდება თითოეულ უნივერსიტეტში: ა) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე  ჩარიცხული სტუდენტების შეფასებების შესახებ მონაცემები; ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე  სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების საბოლოო შეფასებისას ძირითადად გამოყენებულ იქნება ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლის საფუძველზე შეფასდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული დაფინანსებით მიღებული შედეგების ხარისხი. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია უნივერსიტეტებისათვის მომდევნო სასწავლო წლებში პროგრამული დაფინანსების მიცემაზე უარის თქმის შესახებ (რაც არ გულისხმობს უკვე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას). მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებანი 2013 წელს დაუშვებელია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობით გადასული პირების გათვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების გამოანგარიშებისას. დანართი 2 2013-2014 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები  რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო 1. 2013-2014 სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ქართულენოვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე: კოდი მიმართულება კოდი დარგი/სპეციალობა 01 აგრარული მეცნიერებანი 0101 აგრონომია 0102 ვეტერინარია 03 განათლება 0301 განათლების მეცნიერებები 0302 მასწავლებლის განათლება 04 ინჟინერია 0404 საინჟინრო ფიზიკა 0405 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია 0406 მშენებლობა 05 მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი 0501 მათემატიკა 0502 ფიზიკა 0503 ქიმია 0504 ბიოლოგია 07 სოციალური მეცნიერებები 0701 ეკონომიკა 10 ჰუმანიტარული მეცნიერებანი 1001 არქეოლოგია 1004 ისტორია 1005 ფილოლოგია, ქართული ფილოლოგიის სპეციალიზაციით 1006 ფილოსოფია 11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები 1101 არქიტექტურა შენიშვნა: მიმართულებების, დარგების/სპეციალობების ჩამონათვალი განისაზღვრება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით. 2. უნივერსიტეტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარგებს/სპეციალობებს შორის შესაბამისობა განისაზღვრება  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №3) საფუძველზე. 3. ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებადია ადგილები შემდეგი ოდენობებით: № კოდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კონტინგენტი 001 ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1.        0010101 ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა) 200 2.        0010102 ისტორია                                     150 3.        0010103 არქეოლოგია     25 4.        0010104 ფილოსოფია      25 5.        0010105 განათლება         25 6.        0010201 მათემატიკა        100 7.        0010202 ფიზიკა               100 8.        0010203 ქიმია                  100 9.        0010204 ბიოლოგია         100 10.    0010401 ეკონომიკა        400 სულ 1225 003 ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კონტინგენტი 1.        0030905 მათემატიკა                                               50 2.        0030904 საინჟინრო ფიზიკა  100 3.        0030101 მშენებლობა              500 4.        0030601 არქიტექტურა                 150 5.        0030203 ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია)   450 სულ 1250 010 ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონტინგენტი 1.        0100102 ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა)   50 2.        0100103 ისტორია                   100 3.        0100203 არქეოლოგია                    50 4.        0100202 ფიზიკა                                     100 5.        0100104 ბიოლოგია                 50 სულ (ილია) 350 009 ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონტინგენტი 1.        0090101 ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა)  135 2.        0090108 ისტორია                                                50 3.        0090107 არქეოლოგია      25 4.        0090501 განათლება         200 5.        0090201 მათემატიკა        50 6.        0090203  ფიზიკა                             25 7.        0090204 ბიოლოგია         60 8.        0090404 ეკონომიკა          90 9.        0090605 ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია)   60 სულ 695 114 სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონტინგენტი 1.        1140109 ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა)  55 2.        1140101 მათემატიკა   30 3.        1140103 ფიზიკა          20 4.        1140105 ბიოლოგია    25 5.        1140403 აგრონომია   20 6.        1140401 მშენებლობა   25 სულ 175 012 ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონტინგენტი 1.        0120301 ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა)                  15 2.        0120303 ისტორია         15 3.        0120302 არქეოლოგია  15 4.        0120201 ქიმია               10 5.        0120202 ბიოლოგია     10 6.        0120601 ეკონომიკა    10 სულ 75 071 ა(ა)იპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონტინგენტი 1.        0710111 ბიოლოგია   25 სულ 25