საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/155
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,676 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/155 2013 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის ან  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ)  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულების, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურების, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი  ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ვ)   ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეცილობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ)  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002  წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულების, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების,  საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურების, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი  ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 2🔗. საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის კონსულტანტი საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი  (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში), მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურების, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 3🔗. ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო 1. ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების  სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:. ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში  მუშაობის  არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;  გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,   ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და  რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 4🔗.  ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო 1. ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილბდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური  სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;  გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,   ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე თავის, ,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა  და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების,  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი და დამხმარე შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების, დსთ-ს მრავალმხრივი ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებებისა და დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეცილობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის  არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის #77 დადგენილების, დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო   შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და  რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 5🔗. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების  სამმართველო 1. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფიელბდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი და დამხმარე შეთანხმებების და გადაწყვეტილებების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ფრანგული და გერმანული ენების ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფიელბდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების  საქმიანობის ზოგადი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 6🔗. საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო 1. საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების,  წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420  დადგენილების, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია  უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეცილობით); ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების,  წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილების, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური და  რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.