„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№617
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.003.341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 05/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 377) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4.  სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილებანი

სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს კანონი, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა შესაბამისი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8.  სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა

სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა და ხელმძღვანელობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო პოლიცია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ მიმართულებებსა და ამოცანებს ასრულებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ან სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სასაზღვრო პოლიციისთვის ამ კანონით განსაზღვრული მიმართულებების, ამოცანებისა და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა დანაყოფებსაც.“.

4. VI თავი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№617–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.12.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №617. სარეგისტრაციო კოდი — 140.030.000.05.001.003.341.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №617, 05.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.003.341 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19468/