,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
340170000.32.057.016129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2013 წლის 11 ივნისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა” 06.04.2007წ., №54 (22.798), გვ.7-9) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 39 (ოცდაცხრამეტი) საშტატო ერთეულით.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე