სს „გამოფენების ცენტრი“-ს აქციონერეთა მორიიგ საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 8 ივლისს, 12:00 საათზე, საზოგადოების იურიდულ მისამართზე: ქ თბილისი, წერეთლის გამზ. 118, დირექციის შენობა.
დღის წესრიგი:
1. წლიური შედეგების განხილვა, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
2. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
3. აუდიტორის არჩევა.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს წარმოდგენილი წლიური ანგარიში და აუდიტორად არჩეულ იქნეს ფირმა შპს „მელიტადან“.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560, დილის 10 საათიდან 17 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.
კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2013 წლის 24 მაისი.
გთხოვთ კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
სს „გამოფენების ცენტრის” დირექცია
დირექტორი ა. ტყემალაძე