განჩინება შპს „სალთვისი-2“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/8750-11
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წ ლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გაკოტრების მმართველის, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, თამაზ კიკიანის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სალთვისი-2’’-ის დირექტორმა ლევან ბუზალაძემ და მოითხოვა შპს ,,სალთვისი-2’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო 2011 წლის 12 ოქტომბერს კრედიტორთა კრებაზე დანიშნულ იქნა გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
2013 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა საბოლოო ანგარიში გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების შესახებ.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი: შპს ,,სალთვისი-2”-ის სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 25 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანიб მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით: შპს ,,სალთვისი-2”-ის სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზეwww.Tcc.Gov.ge.
3. განჩინება შეიძლებ ა გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი